საზოგადოება

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

25 მაისი, 2018 –საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს მიღების თაობაზე. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა.

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა. Global Finance-ის სარედაქციო კოლეგიამ მოახდინა ბაზრის კვლევისა და საექსპერტო წყაროების შესწავლა, ასევე, ბანკებისა და თავად მომხმარებლების მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის ანალიზი, რათა გამოევლინა ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში საუკეთესო მომსახურებას.

„ამ აღიარებით  ჩვენ ვაჯილდოვებთ ბანკებს, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნები, მუდმივად ზრდადი და კომპლექსური ბაზრის პირობებში,  არიან ყველაზე საიმედო და უსაფრთხო კასტოდიან ბანკები, რომლებსაც კლიენტის აქტივებს ანდობენ “,- განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ გირაპუტომ.

შეგახსენებთ, კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც სთავაზობს თავის კლიენტებს ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებას და შენახვას, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close