საზოგადოება

საქართველოს ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების თანამშრომლობა გრძელდება

   17 აპრილი, თბილისი, 2018 – საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკისა და Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტს შორის თანამშრომლობა გრძელდება. წელს   Welcome to Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საქართველოს ბანკის თანაორგანიზებით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონია  გაიმართება. აღნიშნული პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

2018 წელს Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ორგანიზატორები საინტერესო და მეტი შესაძლებლობებით დატვირთულ საკონკურსო წელს ჰპირდებიან ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს. დაჯილდოების ახალი ნომინაციები, ჟიურის განახლებული შემადგენლობა და ყველა სიახლე პროექტის ფარგლებში გამართულ ყოველწლიურ, ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენციაზე გაჟღერდება.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში ორი წელია წარმატებით არსებობს საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი ნომინაცია:  „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესში“ და მეორე ნომინაცია, რომელიც გასულ წელს შეიქმნა სპეციალურად ქალი მეწარმეებისთვის – „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“. აღნიშნული ნომინციების გამარჯვებულები, მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი პრიზებით დაჯილდოვდნენ საქართველოს ბანკის მიერ გასულ წელს. საქართველოს ბანკი წლევანდელ მონაწილეებსაც განსაკუთრებულ პრიზს გადასცემს. გამარჯვებულების ვინაობა, ტრადიციულად ყოველწლიურ Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე საზეიმო ღონისძიებაზე გაჟღერდება, დეკემბერში. ხოლო მანამდე ივნისის დასაწყისში, სასტუმრო ბილტმორ თბილისში გაიმართება ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია, Welcome to Georgia-ს ფარგლებში, რომელიც მოიცავს: პანელური დისკუსიებს; B2B შეხვედრებს და საინტერესო, სასარგებლო პრეზენტაციებს, პრაქტიკულ მაგალითებს  ბაზრის წამყვანი მიმწოდებლებისა და პროფესიონალებისგან და უახლეს ინფორმაციას ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მიმდინარე პროექტების შესახებ.

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 34.4%), სესხებისა (საბაზრო წილი 32.4%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 33.9%) მიხედვით (2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად).  „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა 2.3 მილიონ კლიენტს 281 სერვისცენტრის, 850 ბანკომატისა და 2,842 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

Welcome to Georgia-ს შესახებ:  ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილოდების პროექტის ფარგლებში 2016 წლიდან იმართება და წარმოადგენს უნიკალურ ბიზნეს პლატფორმას კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის გაცვლის, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის და ზოგადად ქართული ბიზნეს სექტორის სიახლეების გაგებისათვის. კონფერენცია მიზნად ისახავს ერთად შეკრიბოს შესაბამისი ინდუსტრიისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები, სადაც მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა გააცნონ თავიანთი კომპანია ფართო სამიზნე აუდიტორიას, მოიპოვონ სასარგებლო კონტაქტები და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ყველა წამყვანი კომპანიის წარმომადგენელთან.

###

საკონტაქტო პირი მედიისთვის:

ნინო ფოფხაძე

599 495 54

nphophkhadze@bog.ge

 “Welcome to Georgia“

საკონტაქტო პირი მედიისთვის:

მარიამ თავართქილაძე

595 35 60 06

mariam.tavartkiladze@awards-tourism.com

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close