საზოგადოება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე კვლავ დავით ასათიანი გახდა

რა შედეგით დასრულდა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობის არჩევნები

დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის არჩევნები ჩატარდა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ მეორე ვადით დავით ასათიანი აირჩიეს.

საარჩევნო საერთო კრება სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე წინასწარი ონლაინრეგისტრაციითა და არჩევნების დღეს ოპტიკური სკანერების გამოყენებით ჩატარდა.

კენჭისყრაზე თავიდან თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი იყო რეგისტრირებული, თუმცა ორმა – ვასილ ოსეფაშვილმა და დავით ჯაფარიძემ კანდიდატურები მოხსნეს. არჩევნებში მონაწილეობა განაგრძო დავით ასათიანმა.

ხმის მიცემა 19:00 საათამდე გაგრძელდა და არჩევნების პასუხები ერთ საათში გახდა ცნობილი. ასოციაციის არჩევნების პროცესს ამერიკულ-კანადური კომპანია „დელიან ფროჯექთი“ უწევდა ადმინისტრირებას.

euronews.ge , qronika.ge ულოცავს დავით ასათიანს და მის გუნდს გამარჯვებას და წარმატებებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close