საზოგადოება

სასულიერო პირმა სკოლის მოსწავლეები ტაძარში არ შეუშვა

თბილისის მე-20 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლები, რომლებიც ყინწვისში ექსკურსიაზე გაემგზავრნენ, ეკლესიის ეზოდან უკან გამოაბრუნეს.

11 წლის გოგოები ტაძრის დასათვალიერებლად არ შეუშვეს, რადგან მათ შარვლები ეცვათ. ამის შესახებ  ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი  ჰყვება მისი თქმით,  ტაძრის შესასვლელში აგრესიულად განწყობილმა სასულიერო პირმა მათ განუცხადა, რომ “აქ ექსკურსიაზე კი არა, სალოცავად უნდა ჩამოსულიყვნენ და ნორმალურად უნდა ჩაეცვათ”. როგორც მოსწავლის მშობელმა გვითხრა, მათ იმის ნებაც არ დართეს, რომ შარვალზე შარფი შემოეხვიათ (როგორც ეს სხვა ეკლესიებშია მიღებული) და ტაძარში ასე შესულიყვნენ.

“2 საათიანი გზა  ბავშვებმა  ტაძრის და ცისფერი ანგელოზის ცნობილი ფრესკის სანახავად გაიარეს. როგორც აღმოჩნდა, ტაძარი მოქმედია და მიუხედავად იმისა, რომ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იმის გამო, რომ ამ სიცივეში ბავშვებს კაბები არ ეცვათ, ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. ყინწვისი სრულიად ერის საკუთრებაა და ისეთი მნიშვნელოვანი კულტურის ძეგლია, რომელიც არა მხოლოდ ჩვენმა ბავშვებმა, არამედ მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს. რატომ უნდა დაახშონ კარები მნახველებისთვის. არ მესმის რა უფლება აქვთ?!. თავად როცა ჭირდებათ, საუკუნეების ძეგლებს  კონდიციონერებით ამახინჯებენ და ლიფტებს ადგამენ, “- ამბობს მშობელი.

ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეებიდან კაბა არცერთ გოგოს არ ეცვა, თუმცა, როგორც გაირკვა, ყინწვისის ეკლესიაში შესასვლელ დრესკოდს ყველანაირი კაბა არ უდგება. დაუშვებელია ე.წ. დეკოლტე და  სარაფანი. შესაფერისი ტანსაცმელი არც მასწავლებელს აღმოაჩნდა, ბიჭებმა კი სოლიდარობის ნიშნად არ ისურვეს ექსკურსიის გაგრძელება. რაც შეეხება ერთ-ერთი მოსწავლის 4 წლის დას, რომელმაც ეკლესიის ზღურბლზე გადაბიჯება უნებართვოდ მოინდომა, მღვდელმსახურ,ა უკან გამოაძევა, რადგან ე.წ. “ელასტიკი” ეცვა.

“ეი, ეი შენ, სად მიდიხარ, გამოდი გარეთ ეხლავე!”- ასე უყვიროდნენ ჩვენი კლასელის 4 წლის დას- ამბობს ექსკურსიიდან დაბრუნებული მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close