სამართალი და კრიმინალი

სასამართლომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ სცნო

სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო – „მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდებამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებების ერთობლიობა, რითაც ბრალს დაადასტურებდა“, – განაცხადა მოსამართლემ.
გამოძიების ინფორმაციით, კეზერაშვილმა 2010 წელს, ბიზნესგავლენების გაფართოების მიზნით გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებას ტოვებდა. ბიზნესი მამა-შვილ ნიჟარაძეებს ეკუთვნოდა. გამოძიებისა და საქმის მასალების მიხედვით, კეზერაშვილმა თამაზ ნიჟარაძეს აღნიშნული ქონება იძულებით, მუქარით დაათმობინა. საქმეზე განხილვა ორ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close