პოლიტიკა

საპრეზიდენტო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთობა?

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ქართული ოცნების გუნდში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. მისივე თქმით, საზოგადოებაში ძალიან აქტიურად განიხილებოდა და არის სურვილი, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ბიძინა ივანიშვილი.

თალაკვაძე ამბობს, რომ პარტიის თავჯდომარის გარდა, მმართველ გუნდში სხვა ძლიერი კანდიდატებიც არიან.

„ჩვენს გუნდში ასევე სხვა ძლიერი კანდიდატები არიან. მე დავასახელებდი დავით სერგეენკოს, სოზარ სუბარს, მაია ცქიტიშვილს, რომლებსაც შეუძლიათ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვა და არჩევნებში გამარჯვება. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც კონსულტაციები დასრულდება“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არჩილ თალაკვაძის თქმით, ის დიდი პატივისცემით სარგებლობს და ერთერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება.

„მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ის დიდი პატივისცემით სარგებლობს პარლამენტში, საზოგადოებაში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ და თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს საპრეზიდენტო კამპანიაში, ნამდვილად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება“ – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

წყარო: PIA

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close