პოლიტიკა

,,საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო საზოგადოების წევრები ხელისუფლების გასაკეთებელ საქმეს აკეთებენ”

    უფლებადამცველი გიორგი თევზაძე მიესალმება და დადებითად აფასებს სამოქალაქო საზოგადოების წევრების ყოველდღიური მორიგეობის დაწესებას რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლთან და აღნიშნავს:
   „რუსეთის მიერ გავლებულ საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო საზოგადოების წევრები ყოველდღიურად მორიგეობენ და აკვირდებიან მოვლენებს, რათა, საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიერ დაწესებული ყოველდღიური მორიგეობის შემდეგ, არ მომხდარა რუსეთის საოკუპაციო ჯარისკაცების მხრიდან ადგილობრივი მოქალაქეების გატაცების ფაქტები და საოკუპაციო ზოლის გაფართოვება.  წესით, საოკუპაციო ზოლთან პატრულირებას უნდა ახორციელებდეს ხელისუფლება ძალოვანი სტრუქტურის მეშვეობით. ასე იყო 2012 წლამდე, შემდეგ ეს სისტემა მოიშალა,  რაც საზოგადოებაში ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს.
 მივმართავ ხელისუფლებას, აღადგინოს პატრულირება საოკუპაციო ზოლთან, რაც ასე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვისათვის“ _ აღნიშნავს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close