საზოგადოება

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი: ვისაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქვს, ბინადრობის მოწმობას მიიღებს

ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებლებს პირველი ე.წ. ბინადრობის მოწმობები საოკუპაციო რეჟიმმა გადასცა.

ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია „გალ ტვ“ იუწყება.

მათი ინფორმაციით, ე.წ. ბინადრობის მოწმობა გაიცემა იმ პირებზე, ვინც ოკუპირებული გალის რაიონში 1999 წლის ოქტომბრიდან ან 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს.

დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგდენილი წესით, ე.წ. დოკუმენტის მისაღებად აუცილებელი საბუთების ჩამონათვალია:

. განაცხადი

. ცნობა საცხოვრებელი ადგილის და ოჯახის წევრების შესახებ

. დაბადების მოწმობა, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ქართულიდან რუსულ ენაზე.

. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ფორმა ნომერი 9 და უცხო ქვეყნის პასპორტი)

. ფოტოსურათი 4×6 – 2 ც.

.  გადახდის ქვითარი

. 940 რუბლი

. თითის ანაბეჭდის აღება.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადამოწმების პროცესი ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება. საბუთების ჩაბარების შემდეგ კი, ფორმა ნომერი 9-ს მოქმედება 2 თვით ხანგრძლივდება, ვიდრე პირს ე.წ. ბინადრობის მოწმობას დაუმზადებენ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განმარტებით, ყველა, ვისაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქვს, სწორედ ე.წ. ბინადრობის მოწმობას მიიღებს, რომლითაც ენგურის გავლით მიმოსვლას თავისუფლად შეძლებს. ერთადერთი პრობლემა ამ ე.წ. დოკუმენტის მფლობელებისთვის დეფაქტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევაა.

ე.წ. არჩევნებში მხოლოდ ის მოსახლეობა იღებს მონაწილეობას, ვისაც ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვს.

პირველი იანვრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში სულ 36 ე.წ. აფხაზური პასპორტია გაცემული.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close