საზოგადოება

,,სანამ თბილისიდანაც არ დაიწყებენ მაცხოვრებლების გატაცებას, მოთმინებით უნდა ვუქციროთ რუსეთის თავხედობას?”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირებისა და საერთაშორისო მექანიზმების გააქტიურებისკენ მოუწოდებს. ,,სანამ ოკუპანტი რუსეთი თბილისის შემოსასვლელთან არ გადმოიტანს მავთულხლართებს, სანამ თბილისიდანაც არ განახორციელებს მაცხოვრებლების გატაცებას და ცხინვალის ოზილატორში მათ უკანონო დაპატიმრებას, მანამ ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები მაყურებლის მდგომარეობაში უნდა დარჩეს? ” _ კითხულობს იგი.

უფლებადამცველი მიმართავს ხელისუფლებას და ითხოვს, მოახდინის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება, შესაბამისი გადაუდებელი რეაგირება საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად, რუსეთის მიერ მცოცავი ანექსიისა და გსაქართველოს მოქალაქეების მოტაცების გახშირებულ ფაქტებზე. საქართველოს მოქალაქეები მათი წლოვანების მიუხედავად რუს ოკუპანტებს გადაჰყავთ ცხინვალის იზოლატორში და ამყოფებენ უკანონო პატიმრობაში. რამდენიმე დღის წინ, რუსმა ოკუპანტებმა კასპის რაიონის სოფელი ოკამის ორი მაცხოვრებელი გაიტაცეს. მათ საქართველოს მოქალაქეები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი სოფლის მიმდებარედ შეშის მოსატანად იყვნენ წასული. საინტერესოა, სანამ ოკუპანტი რუსები მავთულხლართებს თბილისის შემოსასვლელამდე არ მოიტანენ და თბილისიდანაც მაცხოვრებლების გატაცებას არ დაიწყებენ, მანამდე მოთმენით უნდა უცქირონ როგორც ხელისუფლებამ, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტებმა რუსეთის თავხედობას და მხოლოდ შემდეგ გააკეთონ განცხადებები და აღშფოთდნენ? აუცილებელია, საერთაშორისო მექანიზმების უფრო მეტად გააქტიურება ოკუპანტი რუსეთის მისამართით. თავის მხრივ, ავტორიტეტულმა საერთაშორისო ინსტიტუტებმა ოკუპანტი რუსეთის მიმართ უფრო მეტად უნდა გამოიყენონ ზემოქმედებისა და ზეწოლის მექანიზმები, ხოლო საერთაშორისო ინსტიტუტების ასეთი ზერელე დამოკიდებულება კი, როგორც ჩანს, უკვე დიდი ხანია ოკუპანტში ღიმილს იწვევს, ამიტომაც უფრო მეტად იქცევიან თავხედურად. ხოლო საქართველოში მცხოვრები საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ამის შემხედვარე, სამწუხაროდ, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ინსტიტუტების მიმართ ფაქტიურად უკვე ნიჰილიზმიც გაუჩნდა, ამიტომაც გადაუდებლად მიმაჩნია საქართველოს ხელისუფლებამ თავის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ყველა საერთაშორისო მექანიზმი აამუშავის ოკუპანტ რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლა და რუსეთის მხრიდან ამ თავხედიბის შესაჩერებლად”_ აღნიშნულია გიორგი თევზაძის გავრცელებულ მიმართვაში. გავრცელებული ინფორმაციით, „რუსმა ოკუპანტებმა კასპის რაიონის სოფელი ოკამის ორი მაცხოვრებელი გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ოკამის მცხოვრებლები ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი სოფლის მიმდებარედ შეშის მოსატანად იყვნენ წასული.დაკავებულები ცხინვალის ციხეში არიან გადაყვანილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკამის მაცხოვრებლების დაკავება ოკუპირებული ახალგორის სოფელ ახმედის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა. დაკავებულებს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა მათ გასათავისუფლებლად.“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close