საზოგადოება

სამჯერ მომპარა ,,საქართველოს ბანკმა” ბარათიდან ფული… _ SoS! ახალი მაქინაცია

,,ბანკი ჩვენი მტერია” სლოგანი კვლავ მოქმედებს. ამჯერად ,,საქართველოს ბანკზე” გვაქვს ორიოდე სიტყვა სათქმელი. ჩემით დავიწყებ და სხვა მოქალაქეების პრეტენზიებზე გადავალ.

მოკლედ, სამჯერ მომპარა ,,საქართველოს ბანკმა” პირადი ბარათიდან ფული. მესამედ შერჩა, იმიტომ, რომ დავიღალე ბანკში სირბილით, ნერვების მოშლით და დროის კარგვით. სამჯერვე დოლარის ანგარიშიდან წაიღო (იცოცხლე, იცის, რომელია უკეთესი). როდესაც ბანკში მიზეზი ვიკითხე, ჯერ კომპიუტერში იქექეს დიდხანს და ბოლოს, დამაჯერებლად მიპასუხეს, რომ თურმე, ფეისბუქით რაღაცის რეკლამა გავაკეთე და სოციალურმა ქსელმა წაიღო ჩემი ფული.

ჯერ ერთი, ასეც რომ ყოფილიყო, მე თანხა ბანკს მივაბარე და მისთვის უფლება არ მიმიცია, ჩემი საკუთრება როგორც გაუხარდება ისე ეტრიალებინა ან მესამი პირსთვის გადაეცა. ელემენტარული ლოგიკაა, თუ ეს აუცილებელია, უნდა მკითხო!

მე არანაირი რეკლამა არ გამიკეთებია (რეკლამირების დროს, უნდა შეიყვანო მონაცემები) ფეისბუქით. როდესაც პრეტენზია გამოვხატე და ბანკში ხმასაც ავუწიე, მითხრეს, რომ საჩივარი უნდა დამეწერა. დავწერე, მაგრამ არ მეგონა, თუ ვინმე ფულს დამიბრუნებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი ცრუობდნენ და ფეისბუქი კი არა, ჩემს ფულს ბანკი იპარავდა. თანხა ამჯერად დავიბრუნე.

ზუსტად იგივე გადამხდა მეორედაც და ეს თანხაც წვალებით, მაგრამ უკან გადმომცეს (ბრძოლას აზრი აქვს). აი მესამედ, ძალა აღარ მეყო და… როგორც ჩანს, სწორედ ამ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დაღლილობაზეა გათვლილი ბანკის ეს მაქინაცია. ანუ ,,დაიღლება, გაჩერდება და შეგვრჩება”-ს პრინციპით მოქმედებენ.

თქვენ არ გაჩერდეთ, არ დაიღალოთ.  მოდით, არცერთი უკანონობა არ ვაპატიოთ ბანკს, რომელიც ცდილობს, მოქალაქეები გაქურდოს!

ნელი ვარდიაშვილი

აი, რას წერენ სოციალურ ქსელში ,,საქართველოს ბანკზე””

Ekateriné Kalandadzé:

საქართველოს ბანკი • Bank of Georgia თუ კლიენტის საბანკო ანგარიშის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფთ, რაღა ბანკი გქვიათ? დაკარგული ბარათი დავბლოკე, ბანკშიც ვიყავი, მითხრეს, რომ ვერავინ გამოიყენებდა, არადა ისე კარგად იყენებს, რომ დავალიანების მეტი არაფერი დამრჩა ბარათზე.
მადლობა დიდი.

_ ნახე ამონაწერი, ალბათ სანამ დაბლოკავდი იქამდე გამოიყენა?

 Ekateriné Kalandadzé: ვნახე და გუშინაც გამოუყენებია. გავგიჟდი, არადა, გუშინ ბანკშიც ვიკითხე, ხომ ვერ გამოიყენებენ-მეთქი და ვერაო.
  Lika Goginashvili: დღეს დამირეკეს დავალიანება გაქვთ 1 ლარი, თქვენს მეუღლესაც დავურეკეთ უკვე, იქნებ დაფაროთო. რომელ მეუღლეს-თქო? და არ მითხრეს სახელი და გვარი.

  რეალურად, არ მყავს მეუღლე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close