საზოგადოება

,,სამსახურეობრივ პატიმრობაში ვარ აყვანილი…” _ გურჯაანის მერის წინააღმდეგ ბრიფინგი დაიგეგმა

,,გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა ორი დღის მიყოლებით ორი დისციპლინური წარმოება დაიწყო ჩემს მიმართ. დღეს ჩამბარდა ახალი დისციპლინური წარმოების დაწყების ბრძანება. გვერდით ოთახში ვიყავი გასული სამუშაო საქმეზე და თურმე ადგილზე არ ვყოფილვარ.
ხვალ 13:00 საათზე გურჯაანის მერიის წინ გავმართავ ბრიფინგს და ვისაც სურვილი გაქვთ მოდით.
Nino Lomjaria თქვენს ოფისში მინდოდა ამ კვირაში ჩამოსვლა, მაგრამ მერი კუთვნილ შვებულებაში არ მიშვებს. ფაქტიურად შიდა სამსახურეობრივ პატიმრობაში ვარ აყვანილი. შაბათ-კვირა მუშაობთ, რომ მოგაკითხოთ?” _ აცხადებს გურჯაანის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ზვიად ბიაშვილი

ის ამბობს, რომ გურჯაანის მერმა, რჩილ ხანდამაშვილმა მას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

,,13 ნოემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა უფლებამოსილების განხორციელება დაიწყო. მან პირველივე დღეს ყველა სამსახურის და განყოფილების უფროსს განცხადების დაწერა მოგვთხოვა, მათ შორის მეც, რაზეც ჩემგან უარი მიიღო. მიზეზი არ დაუკონკრეტებია, რატომ უნდა დამეწერა განცხადება. მან წინასაარჩევნოდ და შემდეგაც განაცხადა, რომ უნდოდა საკუთარ გუნდთან ერთად მუშაობა. მე კონკურსგავლილი საჯარო მოხელე ვარ და დანიშნული ვარ უვადოდ. ამის მიუხედავად, მერმა კანონი ფეხქვეშ გათელა და მაინც მომთხოვა, რომ დამეწერა განცხადება.

ჩემი უარის შემდეგ მან დაიწყო ჩემი დევნა და 11 იანვარს ჩემს წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება, რომელიც უსაფუძვლობის გამო მიმდინარე წლის 1 თებერვალს შეწყვიტა.,,- აცხადებს ბიაშვილი.

მისივე თქმით, გურჯაანის მერმა მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება კვლავ დაიწყო. ზვიად ბიაშვილი სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავს.

,,მე ღია წერილით მივმართე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. იქ ყურადღება გავამახვილე მერის თვითნებობაზე და იმ არნახულ უკანონობაზე, რომელიც გურჯააანის მერიაში ხდება. ამის პასუხად მიმდინარე წლის 13 თებერვალს გურჯაანის მერმა ჩემს წინააღმდეგ ახალი დისციპლინური წარმოება დაიწყო. მას მტკიცედ გადაწყვეტილი აქვს ჩემი სამსახურიდან გაშვება. მან მე ვერანაირი დარღვევა ვერ მიპოვა და თითიდან გამოწოვილი მიზეზით მდევნის. ეს არის ჩვეულებრივი დევნა და მე ამ საკითხზე სასამართლოს მივმართავ”, – განაცხადა ბიაშვილმა.

ბიაშვილის ბრალდებას პასუხობს გურჯაანის მერი. არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ის აუდიტის საქმიანობაში არ ერევა და შესაბამის დასკვნას ელოდება.

“მე აუდიტის საქმიანობაში არ ვერევი და არ ვიჭრები მის ფუნქციებში. დაიდება შესაბამისი დასკვნა ამის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ადამიანი, საჯარო მოხელე სათანადოდ ვერ არსულებს დაკისრებულ მოვალეობას, მას მინიმუმ საყვედური რომ არ გამოეცხადოს,ცოტა უხერხულია. პირადად ზვიად ბიაშვილის პიროვნების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.თუ აღმოჩნდებიან მერიაში დასაქმებულ პირთა შორის ადამიანები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ, მათაც გამოეცხადებათ საყვედური, რადგან ყველა ერთად უნდა ინაწილებდეს პასუხისმგებლობას და ზრუნავდეს გურჯაანელებზე”, – განაცხადა “აიპრესთან” საუბრისას არჩილ ხანდამაშვილმა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close