პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმიდან იწყებს

სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატო:

_ცესკოში ჩემი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებისათვის განაცხადი ოფიციალურად შევიტანე. მივიღე პირველადი რეგისტრაცია, თუმცა ეს არ არის საბოლოო, შემდეგ უნდა წარვადგინოთ ხელმოწერები. ხვალიდან ყველა ჩვენი მხარდამჭერი თბილისსა და რეგიონებში ხელმოწერების მოგროვებას იწყებს. მეც ვივლი ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა, რათა ხელმოწერების შეგროვებაში დავეხმარო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მარტო იმიტომ, რომ სამართლებრივი კუთხით ეს არის აუცილებელი, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოების ჩართულობის პირველი ნიშანია და მე ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ.
ჩემს კამპანიას ვიწყებ ხუთშაბათს, დიდი ჯიხაიშიდან, სადაც, ბევრმა უნდა იცოდეს, არის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. მიმაჩნია, რომ სწორედ იქიდან უნდა დავიწყო ჩემი კამპანია და იქედან განვაცხადო, რა იქნება ჩემი ხედვა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close