სამართალი და კრიმინალი

საერთაშორისო ზარების გამყალბებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს ობიექტი, სადაც განთავსებული იყო ელექტრონული მოწყობილობა – ე.წ. სიმ ბოქსი. აღნიშნული მოწყობილობით უკანონოდ ხდებოდა საერთაშორისო ზარების ადგილობრივ ზარად გარდაქმნა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფი უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნით, კანონსაწინააღმდეგოდ, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს, რითაც მნიშვნელოვნად ზარალდებოდა, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიები.

მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით ე.წ. სიმ ბოქსის უკანონოდ განთავსება-გამოყენების ათეულობით ფაქტი გამოვლინდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close