საზოგადოება

,,საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ჟიურის გადაწყვეტილება იყო უაღრესად მოღალატეობრივი”

,,ესეც კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, როგორი პოლიტიკის მატარებელია ჩვენი ქვეყანა ბოლო რამოდენიმე წელია.

საქართველოში საბავშვო ევროვიზიის კონკურსი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა მოიგო, ოღონდ ჩვენი ქვეყნის ,,თვალსაჩინო” წარმომადგენელების წყალობით (ჟიური მომღერალი სოფო გელოვანი, კომპოზიტორი ზაზა წურწუმია, ,,ბასტი -ბუბუს” ხელმძღვანელი თამარ სხვიტარიძე და კიდევ ორი 15 წლის მოზარდი) რომლებიც დღეიდან უკვე შეგვიძლია ყველაზე არაკომპეტენტურ და არაპროფესიონალ ჟიურის წევრებად მოვიხსენიოთ.

 რომ არა ჩვენი ჟიურის წარმომამდგენლების 12 ქულიანი უმაღლესი შეფასება, რომელიც რუსეთის წარმომადგენელს ვუბოძეთ, საბოლოო ჯამში, 3 ქულით არ წავაგებდით და გამარჯვებაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს, გრიგოლ ყიფშიძეს დარჩებოდა. ევროვიზიის კონკურსი ობიექტურობის მაჩვენებლით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ დღეს ჩვენი ჟიურის მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება არის უაღრესად არაპროფესიონალური და მოღალატეობრივი და ეს ასე იქნება მანამ,  სანამ ის ერთი ადამიანი იქნება მბრძანებელი მთელი ქვეყნის იმ შუშის სასახლიდან, რომლის წყალობითაც რუსული პროპაგანდა და პოლიტიკა უკვე ყოველდღიურ რუტინად გვექცა!!!!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნაციონალური მოძრაობის წევრი, ბესო შენგელია. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close