კატეგორიის გარეშე

,,სააკაშვილი რასაც აკეთებდა უხეშად, ეს ხელისუფლება აკეთებს მზაკვრული, მუქარა-შანტაჟის მეშვეობით”

ნიკა მემანიშვილი, უფლებადამცველი:

_ სააკაშვილის მმართველობის პირობებშიც კი, სახალხო დამცველი უფრო დამოუკიდებელი იყო ხელისუფლებისგან, ვიდრე დღეს.

სამწუხაროდ, სახალხო დამცველი, მისი ქმედებებით, მთელი ძალით ამტკიცებს და ადასტურებს იმ ეჭვს, რაც საზოგადოების ნაწილს ჰქონდა მის არჩევამდე. ნინო ლომჯარია მართულია და მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს…

ხელისუფლება აგრძელებს ტოტალური კონტროლის დამყარებას სხვადასხვა ინსტიტუტებზე. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან სეგმენტზე, როგორიც არის სასამართლო სისტემა და მედია სივრცე,

ნახეთ რას დაამსგავსეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩვენს მიერ დაფინანსებული ტელევიზია, ფაქტობრივად, ქართული ოცნების პიარ-ინსტრუმენტად იქცა. 54 მილიონი ლარი, ეს ის თანხაა, რასაც საზოგადოება იხდის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რომელიც თავის მხრივ, იმის ნაცვლად, რომ რეალურად წარმოადგენდეს საზოგადოებრივ ინტერესებს-გადაქცეულია არნახული სიცრუის მანქანად, რომლის უმთავრესი მიზანიც ხელისუფლების რეაბილიტაცია-გაპრავებაა…

საზ-მაუ სხვა მრავალ ტელევიზიასთან ერთად, ჩაბმულია ფერხულში, სადაც მთავარი მიზანი, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა, ეს მედია-საშუალებები წარმოადგენენ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლის ეფექტურ ინსტრუმენტს.

ის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა უხეში ფორმებით, ეს ხელისუფლება აკეთებს მზაკვრული, საყოველთაო, მოსყიდვა-გადაბირებისა, თუ მუქარა-შანტაჟის მეშვეობით… დღეს არ არსებობს სისტემა, სტრუქტურა, ინსტანცია, სივრცე, სადაც სუსის ჩარევა და მასშტაბური კონტროლი არ ხდებოდეს.

ეს არ ყოფილა ჩვენი ოცნება!
ამ გზით შორს ვერ წავალთ!
ამ ფორმით ჩვენი მოსახლეობის მართვა- გაკონტროლება შეუძლებელია, მალე მოიმკით შედეგს…

ყველაზე უფრო ის მაღელვებს, რომ ისევ ვკარგავთ წლებს, თაობებს, იგივე შეცდომებით, იგივე წრეზე სიარულით.

ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ რატომღაც ბრძოლას ვერიდებით. ის, რაც ხდება, თუნდაც საზოგადოებრივ მაუწყებელში, არის თითოეული ჩვენგანის უმოქმედობის შედეგი.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ბრძოლის გარეშე ვერ გავიმარჯვებ, ვერ გაიზრდება საზოგადოება, ვერ გავხდებით ძლიერი, წარმატებული ქვეყანა.

,,ია-ვასიას ტელევიზია”, რეალურად, არა საზოგადოებრივ,-არამედ ოცნების მაუწყებელს წარმოადგენს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close