საზოგადოება

რუსი ტურისტის დამცინავი ბლოგი საქართველოზე – „90-იან წლებში ვიმოგზაურე“

რუსი ტურისტი ანდრეი სმირნოვი საქართველოში მოგზაურობის შესახებ ბლოგს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ საქარველოში მოგზაურობამ 90-იანი წლები გაახსენა და შავებში ჩაცმული ქართველების ნახვის შემდეგ 5 დღეში ისევ „ფერად მოსკოვში“ დაბრუნება მოუნდა.
„საქართველოში ყოფნის მეხუთე დღეს ისევ მოსკოვში მომინდა. შავებში ჩაცმული ქართველების შემდეგ ისევ სხვადასხვა ფერის ტანსაცმელში გამოწყობილ მოსკოველებს შორის ყოფნა მომინდა. მე 90-იან წლებში ვიმოგზაურე და დროა 2017-ში დავბრუნდე.

პირველივე დღეს ძველი ქალაქი დავათვალიერე და შოკირებული დავრჩი. ასეულობით დანგრეული ხის და ქვის სახლი. სადღაც აკლია კედელი, მაგრამ რამდენიმე ფანჯარაში ანთია შუქი. რომელიღაც ბინას არ აქვს იატაკი, მაგრამ დანარჩენ ბინებში ხალხი მაინც ცხოვრობს. ზოგიერთი აივანი თავისუფლად შეიძლება თავზე დაგეცეს. ასფალტი მოშლილია ან არ არსებობს.
ერთ-ერთი დღის დილით მივდივარ მშრალ ხიდზე, სადაც ძველმანების ბაზრობაა, გვერდით მდებარე სკვერში კი მხატვრების ნამუშევრები იყიდება. ასფალტზე ქართველების მთელი ყოფილი საბჭოთა სიმდიდრე აწყვია: ფაიფურის პატარა ქანდაკებები, სერვიზები, კედლის საათები, ბროლის ვაზები, ჭიქები და ჭაღები, ბეჭდები, საყურეები, წიგნები რუსულ ენაზე, ძველი ტაშტები, ინსტრუმენტები, მაკრატლები, უთოები. ჩანს, რომსაბჭოთა დროს ქართველებს არ უჭირდათ, ახლა კი უწევთ ყველაფრის გაყიდვა, რაშიც კი რამე თანხის მიღება შეიძლება. ჩვენ თითქმის ახალი, საბჭოთა მოოქროვილი ჩაის ნაკრები მოგვეწონა (75 ლარი – 1800 რუბლი). საბჭოთა კავშირში ასეთ ნაკრებს ნაცნობობით თუ შეიძენდი.
თბილისში ძალიან ცოტაა ჩვენთვის ცნობილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები. რა თქმა უნდა, გუმი ან ცუმი ქართველი მომხმარებლისთვის არაა შექმნილი. მოსახლეობას არ აქვს ფული, ამიტომ ასეთი ბრენდების გახსნა არც ღირს. როგორც ჩვენ გავიგეთ, კომერციული ცენტრი მხოლოდ ერთია – ქალაქგარეთ. არც თუ ისე დიდი 4-სართულიანი შენობა, რომლის მხოლოდ ორ სართულზეა მაღაზიები, ხოლო ზედა სართულები ცარიელია. საღამოს 6 საათზე ძალიან ცოტა ხალხია. პირველ სართულზე ქალაქში ყველაზე დიდი სუპერმარკეტია. ყველა დასახელება და ქვითრები – ინგლისურად და ქართულად არის.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close