საზოგადოება

რუსთავში ავტოფარეხებს შლიან

მოსახლეობის ინიციატივით, რუსთავში თვითნებურად განთავსებული ავტოფარეხებისა და კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს. შიდა ეზოებში უკანონო ფარეხების დაშლის გადაწყვეტილება მოსახლეობამ ქალაქის მერიასთან შეთანხმებით მიიღო. დემონტაჟს რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გასართობი და დასასვენებელი სკვერის მოწყობა იგეგმება.

სამუშაოებს პირადად გაეცნო რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე და ამ პროცესების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია და მივესალმები, თუ სხვა ქუჩების მაცხოვრებლებიც მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას. ქალაქის იერსახის მოწესრიგება, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი გამოწვევაა და მიხარია, რომ ამ პროცესში ჩართულია როგორც ადგილობრივი თვითმართველობა, ისე მოსახლეობა.“ – განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close