საზოგადოება

რუსთავის საკრებულოს დელეგაცია ვარშავაში სიმთვრალის გამო ვერ გაფრინდა

ქალაქ რუსთავის დელეგაცია, თვითმფრინავიდან არაფხიზელი მდგომარეობის გამო გამოაძევეს. დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში მიფრინავდა.

ავიაკომპანიის წარმომადგენელმა გამგზავრების უფლება არ მისცა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ონიანს, საკრებულოს წევრსა და მერიის თანამშრომელს.

თვითმფრინავიდან გაძევებულები ამბობენ, რომ ბორტგამცილებელს ერთ_ერთის სახის ფერი არ მოეწონა. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი კი ამბობს, რომ თვითმფრინავში ასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მათ 50-50 გრამი ვისკი დალიეს.

,,იმედის” ინფორმაციით, შემთხვევა 10 მაისს მოხდა. დაახლოებით დილის 06:00 საათზე თბილისი-ვარშავის რეისი მგზავრთა არასათანადოდ მოქცევის გამო შეჩერდა. ნახევარი საათის განმავლობაში ბორტგამცილებლები რუსთავის დელეგაციას თვითმფრინავის დატოვებას სთხოვდნენ.

წყარო: pirveliradio.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close