საზოგადოება

რუსთავის ახლად არჩეული მერის პირველი სამუშაო დღე

რუსთავის ახლად არჩეულმა მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, მუშაობის პირველი დღე დასუფთავების აქციით დაიწყო. დილის 07:00 საათიდან ირაკლი ტაბაღუამ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად რამდენიმე უბნის დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა.

ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მისთვის პრიორიტეტი ქალაქზე და რუსთაველებზე ზრუნვა იქნება. წინასაარჩევნოდ მან ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რუსთავში სწორედ სისუფთავე დაასახელა და მუშაობის პირველი დღეც სიმბოლურად დასუფთავების აქციით ამის გამო დაიწყო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close