პოლიტიკა

“რუსეთს ძალიან აწუხებს ის, რომ ჩვენი სურვილია ვიყოთ ნატოს წევრი”

ჩვენ ვესაუბრეთ სოხუმზე, ვესაუბრეთ ცხინვალზე. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე ეს იყო ჩვენი მთავარი საუბარი, მთავარი თემა. ეს იქნება მთავარი თემა ყოველთვის როცა ჩავალთ მოსკოვში, როცა ჩავალთ ვაშინგტონში, ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში – ეს განცხადება რუსეთიდან დაბრუნებულმა ადა მარშანიამ “TV პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოსკოვში გამართული შეხვედრის დეტალებზე ისინი ორშაბათს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებენ, სადაც მათი გამოსვლების და საუბრების სტენოგრამაც გავრცელდება.

ინგა გრიგოლიამ მას სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები შეახსენა, რაზეც ადა მარშანიამ განაცხადა, რომ “რუსეთს ძალიან აწუხებს ის, რომ ჩვენი სურვილია ვიყოთ ნატოს წევრი, რისი უფლებაც ჩვენ გვაქვს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას. რუსეთ – საქართველოს ურთიერთობები არის დამოკიდებული ამ საკითხზე, ყველა ხედავს ამას მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ შევთავაზეთ ამ უმძიმეს საკითხზე საუბარი”, – განაცხადა ადა მარშანიამ.

კითხვაზე – აწუხებს თუ არა რუსეთს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ბედი, ადა მარშანიამ უპასუხა “ყველაფერი აწუხებთ მათ, ყველაფერი გვაწუხებს ჩვენ”.

“2004 წლის შემდეგ არ იყო არანაირი კავშირები პარლამენტთან, მთავრობასთან ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ეს ნორმალურია? ეს არანორმალური ვითარებაა, რომ იმიტომ არის, რომ ასეთ დღეშია დღეს ქვეყანა. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ მრავალი წელია არ გვაქვს დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. მხოლოდ შუამავლების მეშვეობით ხდება დიალოგი. აუცილებლად უნდა მოხდეს გადასვლა პირდაპირ საუბარზე.

ორი გარღვევა მოხდა: პირველი- დაგვთანხმდნენ, გაიზიარეს ჩვენი წუხილი და დააფიქსირეს მზაობა დახმარებისა, რომ შედგეს პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. მეორე – ჩვენ შევთავაზეთ რომ დავამთავროთ გაუგებარი თამაში და ვისაუბროთ ღიად საქართველო – ნატო-რუსეთის ფორმატში. ჩვენი მთავარი პოზიციაა, რომ მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის ტერიტორია არ უნდა იყოს ქცეული მოედნად, საიდანაც რაიმე საფრთხე დაემუქრება რომელიმე ქვეყანას, ჩვენს სამეზობლოს”, – განაცხადა ადა მარშანიამ.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close