საზოგადოებაცხოველთა სამყარო

,,მოგიწოდებთ საზოგადოებას, ცხოველთა დამცველებს, იაქტიუროთ, რათა შს სამინისტრომ ნათელი მოჰფინოს ამ დანაშაულს”

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის განცხადება: ,,საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე მინდა გაცნობოთ, რომ 19 ივლისს თავშესაფარში ვიპ-2 ვოლიერში, ჩვენი აზრით, სადისტურად მოკლული ქართული ნაგაზის, ბუბუს საქმის გამოძიება ჭიანურდება.

მოგეხსენებათ, რომ პოლიციაში საჩივარი თავად ბატონმა თამაზ ელიზბარაშვილმა შეიტანა 20 ივლისს, მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევით ლაბორატორიის უფროსის და ექსპერტების დასკვნა გახდა მისთვის ცნობილი. გამოძიებამ ეს დანაშაული ცხელ კვალზე ვერ გახსნა. უფრო მეტიც, ჩვენი აზრით, გამოძიება ჭიანურდება და შესაძლოა, ეს საქმეც თაროზე შემოდონ. მოგიწოდებთ საზოგადოებას, ცხოველთა დამცველებს და უბრალოდ ცხოველთა მოყვარულებს, იაქტიუროთ, რათა იქნებ, თქვენი მესიჯით სურვილი გაუჩნდეს შს სამინისტროს ხელმძღვანელობას, ნათელი მოჰფინოს ამ დანაშაულს.

Based on the great interest of the public, I would like to inform you that case of Bubu killed on July 19, in VIP-2 enclosure in the shelter is delayed. As you know, Tamaz Elizbarashvili filed a suit in the police on July 20 after he was informed by the head of research laboratory and experts of the Ministry of Agriculture but the investigation could not open the crime. Moreover, in our opinion the investigation is delayed, and maybe the case is on the shelf. We urge the community, animal defenders and just animal lovers to make your message clear to the leadership of the Ministry of Internal Affairs to open this crime”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close