საზოგადოება

ზაზა ხატიაშვილი: ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი თქვენი თავმჯდომარე

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატებს მიმართავს:

,,ძვირფასო ადვოკატებო, კოლეგებო! 24 სექტემბერს, 13 საათზე, თავისუფლების მოდანზე, სასტუმრო „ქორთიან მერიოტში“ გაიმართება ადვოკატ დავით ასათიანის წარდგენა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ვისაც სურვილი გაქვთ მობრძანდით შეხვედრაზე.
კოლეგებო! ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი თქვენი თავმჯდომარე 8 წლის განმავლობაში, ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ ჩვენი პროფესიის განვითარებისთვის, რომელიც უნდა გაგრძელდეს. 8 წელი შევწირე ადვოკატთა უფლებების დაცვას და ინსტიტუციურ განვითარებას, ვცხოვრობდი მხოლოდ ჩვენი პროფესიისთვის, არ დამიტოვებია არცერთი ადვოკატი ყურადღების გარეშე, რაშიც ყოველთვის გვერდში მედგა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი.

 ძვირფასო კოლეგებო! დეკემბრის არჩევნების შემდეგ საერთოდ მივდივარ ადვოკატთა ასოციაციიდან. არ ვრჩები არცერთ თანამდებობაზე, ვიქნები პროფესიაში ადვოკატის რანგში. ბოლო დღეები სასამართლო სხდომები მესიზმრება, მომენატრა საადვოკატო საქმიანობა, რომელიც არის ჩემი ცხოვრება.
ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ადვოკატთა ასოციაციის სწორი განვითარება, ადვოკატის უფლებების დაცვა, რისთვისაც ვიბრძოლებ ადვოკატის რანგში. ადვოკატთა კორპუსი არ დაუშვებს თავის წევრებზე ძალადობას, რაშიც უნდა ყოველთვის გქონდეთ ჩემი იმედი.

დიდი პატივისცემით ზაზა ხატიაშვილი”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close