ეკონომიკა

პროდუქტებზე ფასები გაზრდილია _ საქსტატის საგანგაშო სტატისტიკა

პროდუქტებზე ფასების ზრდა ქვეყანაში ოფიციალურად დასტურდება. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რამაც, თითქმის, ყველა სახის პროდუქტზე ფასების ზრდა გამოიწვია.

„ფასები, დაახლოებით, 28%-ით გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, დაახლოებით, 14%-ით ხილის ჯგუფზე და, დაახლოებით, 9%-ით ხორცპროდუქტებზე. ეს სამი კატეგორია გახლავთ მნიშვნელოვანი სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების მატებისა. მეორე არის ტრანსპორტის ჯგუფი, რომელშიც ფასების დაახლოებით 15%-იანი ზრდა გვაქვს. მესამე ჯგუფია ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, ჯგუფში ფასების 17%-იანი ზრდა გვაქვს, ჯანდაცვის ჯგუფში ფასები დაახლოებით, 5.8%-ით გაიზარდა, ფასები გაზრდილია გარკვეული კატეგორიის მედიკამენტებზე, ასევე სამედიცინო აპარატურაზეც,“- განაცხადა ’’საქსტატის’’ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გოგიტა თოდრაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა ოქტომბრის თვის მონაცემები გამოაქვეყნა. ექსპერტების პროგნოზით, პროდუქტებზე ფასები მომდევნო თვეებში კიდევ უფრო მოიმატებს.

„არ არის რთული იმის წინასწარმეტყველება, რომ ნოემბერ-დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებელი კიევ უფრო ზევით წავა,“- განაცხადა ეკონომისტმა, ლაშა გოცირიძე.

სპეციალისტების თქმით, პროდუქტებზე ფასების ზრდის მიზეზი მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაა, მათ შორის აქციზზე ფასის გაზრდა.

„ვალუტის კურსის ცვალებადობა თუ გაგრძელდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს აუცილებლად ასახვას ჰპოვებს ფასებში ღეს და არა მომავალში,“- განაცხადა ეკონომისტმა, ირაკლი ყიფიანმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close