პოლიტიკა

როდისთვის იგეგმება პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი გზით?

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან განხილვისას პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ მსჯელობას არაჯანსაღი შეფასებები მოჰყვა. „საკონსტიტუციო ცვლილებები ეფუძნება ვენეციის კომისიასთან მიღწეულ შეთანხმებას. ჩვენი ამოცანა იყო არსებითად ამ შეთანხმების ფარგლებში გვემოქმედა, თუმცა, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში დაისვა რამდენიმე დამატებითი საკითხი და ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განხილულ იქნა აკადემიურ წრეებთან, ასევე, გუშინდელ სხდომაზე კონსტიტუციურ ორგანოებთან იყო სწორედ პრეზიდენტის არჩევის საკითხი. ეს იყო განხილვა. რაც შეეხება ცვლილებების დამატებას, ამაზე, ბუნებრივია, პრინციპული პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს პარლამენტში. გუშინ მხოლოდ და მხოლოდ განხილვა შედგა. სამწუხაროდ, ელემენტარულ განხილვას მოჰყვააბსოლუტურად არაჯანსაღი შეფასებები, რაც არის არასწორი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ მის პირად პოზიციას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული დონის არჩევნების გამოყენებაპოლიტიკური ტიპის არჩევნებისთვის არასწორია. „რაც შეეხება არჩევის წესს, მე გუშინ განვმარტე კიდეც კომისიის სხდომაზე, თავიდანვე, როცა დაისვა ეს საკითხი კომისიაში, ერთ-ერთი კომისიის წევრი იყო ინიციატორი, მე უარყოფითად შევაფასე ეს მოდელი მარტივი მიზეზის გამო. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ადმინისტრაციული დონის არჩევნები, შესაბამისად, პრინციპულად, არ არის მაინცდამაინც სწორი, ადმინისტრაციული დონის არჩევნების გამოყენება პოლიტიკური ტიპის არჩევნებისთვის, როგორიც არისსაპრეზიდენტო არჩევნები. მაშინ, მოგეხსენებათ, იყო ასეთი კონტექსტი: ჯერ ვადებთან დაკავშირებით არ იყო ჩამოყალიბებული პოზიცია, როდის უნდა შემდგარიყოპირველი არაპირდაპირი არჩევნები. გარდა ამისა, ყველა შემთხვევაში, თუ რჩებოდა შერეული სისტემა, გამოდიოდა ისე, რომ პირველი პრეზიდენტი არაპირდაპირიწესით არჩეული იქნებოდა შერეული სისტემით არჩეული პარლამენტის მიერ. ახლა ეს კონტექსტი არის შეცვლილი და შესაბამისად, სხვაგვარი განხილვა შეიძლებაშედგეს ამასთან დაკავშირებით. პარლამენტი 2024 წელს იქნება არჩეული პროპორციული წესით და ამის შემდეგ ტარდება პრეზიდენტის პირველი არაპირდაპირი არჩევნები, შესაბამისად, ახალი კონტექსტის გათვალისწინებით შეიძლება, ზოგადად, დაიწყოს მსჯელობა ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა, გუშინ, მხოლოდ დამხოლოდ იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ვხედავთ რომ ამასაც ამხელა სპეკულაციები და არასწორი, არაჯანსაღი ინტერპრეტაციები მოჰყვა. შესაბამისად, ყველაფერსგავითვალისწინებთ რა თქმა უნდა, პოლიტიკურ კონტექსტს, იურიდიულ მხარეს. ანუ, დილემა არის ასეთი: შეგვიძლია ჩვენ ერთი ვარიანტი, რომ მოვერიდოთსპეკულაციებს, არაჯანსაღ განცხადებებს და ამ შემთხვევაში, დავტოვებთ იმ მოდელს, რომელიც არის ჩამოყალიბებული. იურიდიულად, რა თქმა უნდა, უფრო სწორიაპარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა. თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, პროცესის ზედმეტად პოლიტიზების გამო, რომელსაც ხელს სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთად, ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტიც უწყობდნენ, იურისპრუდენცია დაზარალდა. „სამწუხაროდ, ზედმეტად პოლიტიზებული იყო პროცესი. ამას ხელს უწყობდნენ ოპოზიციური პარტიები, ხელს უწყობდნენ, სამწუხაროდ, პრეზიდენტი, სხვა პოლიტიკურისუბიექტები და ამ პირობებში დაზარალდა იურისპრუდენცია, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პოლიტიკა ხშირად აზარალებს იურისპრუდენციას. აქაც ეს კონკრეტულიპროცედურაც არის პოლიტიკის მსხვერპლი, კონკრეტული პოლიტიკური პროცესის მსხვერპლი. ახლა განიხილება ეს დოკუმენტი პოლიტიკური კონტექსტისგანშედარებით დამოუკიდებლად. აქედან გამომდინარე, უფრო ცივ გონებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ პროცედურასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლა ერთ-ერთი ფუნდამენტური ცვლილებაა. „პირდაპირ არჩევნებს თავისთავად გამოვრიცხავთ. ეს იყო ერთ-ერთი ფუნდამენტური და უმნიშვნელოვანესი, ძალიან დადებითი ცვლილება, ის, რომ გადავდივართარაპირდაპირი არჩევის წესზე. რაც შეეხება კოლეგიას და პარლამენტს, ამ ორ ვარიანტს შორის პრინციპული განსხვავება არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომპირველად არაპირდაპირი წესით პრეზიდენტი აირჩევა მას შემდეგ, რაც ჩატარდება პროპორციული წესით პარლამენტის არჩევნები. შესაბამისად, ამ რეალობაშიშეიძლება მისაღები იყოს როგორც კოლეგიის მიერ არჩევა, ასევე, პარლამენტის მიერ არჩევა. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კოლეგიის მიერ არჩევასაქვს თავისი უარყოფითი იურიდიული მხარეები“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close