მსოფლიოპოლიტიკა

როგორ იბომბებოდა დამასკო ღამის 4 საათზე (ვიდეო)

აშშ-მა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა სირიაზე იერიშის მიტანა:

“მე ვუბრძანე შეიარაღბულ ძალებს, წერტილოვანი დარტყმები მიიტანონ იმ ობიექტებზე, რომლებიც შეიძლება, უკავშირდებოდეს სიერიელი დიქტატორის ბაშარ ალ ასადის ქიმიურ შეიარაღებას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ეს ბრძანება აღმოსავლეთ ღუტაში აკრძალული იარაღის “მონსტრომის“ გამოყენების პასუხია.

დამასკოში პირველი აფეთქებები დაახლოებით 4 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ამუშავდა რუსეთის და სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებიც. მედიის ცნობით, ავიაიერიშში მონაწილეობდა სამი სამხედრო გემი, საიდანაც ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს, ბობდამშენები (B-1), ფრანგყლი და ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც შორი მოქმედების რაკეტებს უშვებდნენ და ბრიტანეთის წყალქვეშა ნავი.

მოგვიანებით აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა სირიაზე პირველი იერიშის დასრულების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, საჰაერო დარტყმა ერთჯერადი იყო და დამატებით სხვა იერიშები არ იგეგმება, თუმცა არც გამორიცხულია.

მინისტრი აზუსტებს, რომ ამ დაბომბვაზე შტატებმა ორჯერ მეტი რესურსი გამოიყენა, ვიდრე ეს 2017 წელს მოხდა:

“გასულ წელს ასადმა სიგნალი არ მიიღო. ახლა ჩვენ მოკავშირეებთან ერთად უფრო ძლიერად დავარტყით. ჩვენ ასადს და მის დაქვემდებარებულ მკვლელებს შეტყობინება გავუგზავნეთ, რომ უნდა დაასრულონ ქიმიური შეტევები“, – განაცხადა მეტისმა და დააზუსტა, რომ იერიშის შედეგად დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

იერიშთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა. მისი თქმით, აღნიშნული მოქმედებები უპასუხოდ არ დარჩება:

“ჩვენი ყველაზე ცუდი მოლოდინები გამართლდა.ჩვენი გაფრთხილება არ შეისმინეს. წინასწარ დაგეგმილი სცენარი ხორციელდება. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ასეთი მოქმედებები შედეგების გარეშე არ ჩაივლის. მთელი პასუხისმგებლობა ვაშინგტონს, ლონდონს და პარიზს ეკისრება. აშშ-ს, როგორც ყველაზე დიდი ქიმიური არსენალის მქონე ქვეყანას, უფლება არ აქვს, სხვა ქვეყნები დაადანაშაულოს“, – აცხადებს ანტონოვი და დასძენს, რომ “რუსეთის პრეზიდენტის ასეთი შეურაცხყოფა მიუღებელია”.

წყარო: http://accent.com.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close