საზოგადოება

როგორ ავარიდოთ თავი პოლიტიკოსების ტყუილს? _ ალექსანდრე პირველის ისტორიული რჩევა

უკვე თეორემაა ის, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოდის საოცარი დაპირებებით. თითოეული დაპირება ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ქვეყნის აღმშენებლობაზეა მორგებული. საზოგადოების დიდი ნაწილი, ყოველ ჯერზე, აღმაფრენით ხვდება თითქმის ერთმანეთის მსგავს დაპირებებს. მეტიც, მათ სჯერათ, რომ ახალი პოლიტიკური ძალა აუცილებლად შეასრულებს თავის სიტყვას და ისინიც მეგობრებსა და ახლობლებს ურჩევენ, მათაც დაუჯერონ ამ ადამიანებს.

სამწუხაროდ, დიდი დრო არ სჭირდება იმის აღმოჩენას, რომ დაპირებების დიდი ნაწილი სიცრუეზეა აგებული და მას მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

რას ნიშნავს ,,პოლიტიკური დატვირთვა”? უპასუხისმგებლობას საკუთარ განცხადებებზე და ხალხის მოტყუებას. სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური განცხადებებზე პასუხს არავინ აგებს. იმისათვის, რომ ეს ასე არ დარჩეს და ხალხი აღარ მოტყუვდეს, ალბათ, ეს ისტორიული ფაქტი უნდა გავითვალისწინოთ და მათ, კანონით მოვთხოვოთ პასუხი.

რუსეთის მეფე ალექსანდრე 1807 წლის ივლისში ტილზიტის ზავზე ხელის მოწერით უერთდებოდა ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ ინგლისის წინაღმდეგ შემოღებულ კონტინეტურ ბლოკადას, რაც რუსეთისათვის სრულიად არახელსაყრელი იყო. კომპესაციას რუსეთი  ხედავდა კონსტანტინეპოლისა და სრუტეების დასაკუთრებაში, რის შესრულებასაც ნაპოლეონი არა მარტო გაურბოდა, არამედ რუსეთთან დაწყებულ ომში ოსმალეთს ფარულად ეხმარებოდა კიდეც.

 როდესაც რუსმა დიპლომატებმა ტალეირანს შეახსენეს, რომ ტილზიტში ორი იმპერატორის საუბრისას ოსმალეთის საკითხებზე ალექსანდრეს ნაპოლეონი სულ სხვა მოტივებს უყენებდა, ტალეირანმა უპასუხა, რომ დიპლომატიაში, ისევე როგორც მუსიკაში, თუკი მოტივი ნოტებზე არ არის გადატანილი, მას არავითარი ფასი არ აქვს. მაშინ მიხვდა ალექსანდრე I, რომ არ შეიძლება, მიამიტურად დაეჯერებინა ისეთი დაპირებები, რომლებიც ხელშეკრულებით არ იყო განმტკიცებული.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close