საზოგადოება

,,როგორც მითხარი ძმაო, სამი ათასი დოლარი, მიდი ახლა…”- ამონარიდი ოთარ აბესაძის საქმიდან

    „კაროჩე“ ახლა რა თემაა, „კაროჩე“ მაგას გადაეცი მეთქი, როგორც მითხარი ძმაო, სამი ათასი დოლარი, მიდი ახლა და არქიტექტურის გოგოებს მე მივხედავ, არაა პრობლემა, ქონების მართვაშიც ჩავა ის, არ თანხმდება 1000 დოლარზე და 2000-ს ითხოვს” _ ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესზე პროკურორმა საქმიდან ეს ამონარიდი წაიკითხა და ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა. აბესაძის ადვოკატებმა კი მოითხივეს გირაო 15 ათასი ლარის ოდენობით.

„დასადგენია იმ პირთა წრე, ვისი დახმარებით გასცემდა აბესაძე დაპირებებს. შესაძლოა, დანაშაულში  მასთან ერთად სხვა პირებიც არიან, რაც დასადგენია” – განაცხადა პროკურორმა. დაცვის მხარე კი ამბობს,რომ აბესაძე ჩანაწერებში 3000 დოლარს არ ახსენებს და ამაზე მხოლოდ აგენტ-პროვოკატორი საუბრობს.

წყარო: pirveliradio.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close