საზოგადოება

როგორც არასდროს, ისე გვჭირდება თითოეული თქვენგანის დახმარება!

მე, შენ , ჩვენ ბექასთვის

გადამწყვეტი ბრძოლა ლეიკემიის წინააღმდეგ! დაბრკოლებები და ბექას ახალი ამბები ისრაელიდან! როგორც არასდროს, ისე გვჭირდება თითოეული თქვენგანის დახმარება!

➡️ზუსტად ორი თვე შესრულდა რაც შიბას კლინიკაში ვიმყოფებით. გუშინ ექიმებს ეჭვი შეეპარათ – ხომ არ იყო სოკოს წარმოქმის კერა ფილტვში. ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ბრონქოსკოპიული კვლევა, ბექა გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. სხვაგვარად არც შეიძლება, ბრძოლის გარდამტეხ ეტაპზე ვართ, როცა ძვლის ტვინის გადანერგვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული.
საბედნიეროდ ფილტვი სუფთა აღმოჩნდა. მოკლე ხანში დანარჩენი მაჩვენებლები უნდა გამოსწორდეს, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს მესამე კურსი – კიდევ ერთი შეტევა, კიდევ ერთი ნაბიჯი გამარჯვებისა და სიცოცხლის გზაზე!
➡️
რაც შეეხება ბრძოლის ფინანსურ მხარეს – დღეის მდგომარეობით კლინიკაში გადახდილია 187,416 აშშ დოლარი. ის, რომ ამხელა თანხის გადახდა მოხერხდა, ამაში თითოეული თქვენგანის წვლილი განუზომელია. მაგრამ ბრძოლა გრძელდება – მხოლოდ გუშინდელი დაუგეგმავი მანიპულაციები, განსაკუთრებით რეანიმაციულ პალატაში გადაყვანა დაჯდა ძალიან ძვირი (9 955 აშშ დოლარი). შესაბამისად, ჩვენს ხელთ არსებული ამჟამინდელი თანხა შემცირდა და არის მხოლოდ 1 406 დოლარი, ეს პალატის დღიურ ღირებულებაზე მცირეა.
➡️ბექას სრული გამოჯანმრთელებისთვის კიდევ საჭიროა სულ მცირე – 150 000$ გაჩერების უფლება არ გვაქვს! ბრძოლა გრძელდება! ჩვენ, ყველამ ერთად, ბექას ოჯახმა და ახლობლებმა, ბექას თითოეულმა გულშემატკივარმა უნდა შევძლოთ და უნდა დავძლიოთ ამ ომის ფინანსური ბარიერი, რომ #ბექასთვის ბრძოლის გზაზე არ შევფერხდეთ. ახლა ქიმიოთერაპიის მეორე კურსის შემდგომი რეაბილიტაციის ფაზა ინფექციის რისკთან ბრძოლით, მკაცრი იზოლაციის ზომებით, ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური პრეპარატებით, გადასხმებით, მაჩვენებლების ყოველდღიური კონტროლით მიმდინარეობს! ჩვენ ბექას დავპირდით რომ ბოლომდე ვიბრძოლებით მასთან ერთად და ეს ასეც იქნება!
#მე #შენ #ჩვენ #ბექასთვის.

0 901 901 996 ზარის ღირებულება 1 ლარი!

www.pondi.ge ჩვენი დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ( VISA, MASTERCARD).
ჩარიცხვა აპარატიდან:

თი-ბი-სი ფეის აპარატებში ვირჩევთ “სხვადასხვა”-> “ქველმოქმედება” -> “დედების ფონდი”
სხვა დანარჩენი აპარატებიდან:
საბანკო მომსახურება -> იურიდიული პირი -> პირადი ნომერი 01003016433 -> დაბადების თარიღი 05.08.1986 -> ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი (გააჩნია რომელ ბანკში რიცხავთ).
საიდენტიფიკაციო კოდი: 400178419
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :დედების ფონდი
?საქართველოს ბანკი
GE46BG0000000689979800
?თიბისი ბანკი:
GE17TB7174136080100007
?ხალიკ ბანკი:
GE08HB0000000000473608
?ლიბერთი ბანკი
GE22LB0115121073654001
?ტერა ბანკი
GE61KS0000000360801210
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close