საზოგადოება

რისთვის ააშენებინა ბერიამ, ცირკის შენობის ქვეშ, უზარმაზარი საცავი?

ბერიამ ამჟამინდელი თბილისის ცირკის ქვეშ უზარმაზარი საცავი ააშენებინა, სადაც მსოფლიოში არსებული ყველა მცენარის თესლი ინახებოდა. სწორედ ლავრენტი ბერიას მოუვიდა თავში, გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში – რომ მსოფლიოში არსებული ყველა მცენარის საცავი შეექმნა. დღესდღეობით მსოფლიოში ორი ასეთი საცავია: ერთი რუსეთში, მეორე კი – ნორვეგიაში. 1935 წელს ბერიას ინიციატივით თბილისის ახალი ცირკის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 1939 წელს დასრულდა. მისი პროექტის ავტორები არქიტექტორთა სამეული იყო – ნიკოლაი ნეპრინცევი, ვლადიმერ ურუშაძე და სერგეი საგუნეცი. ურუშაძე იგონებდა: ბერია კაბინეტის შუაგულში შემეგება, ხელი ჩამომართვა, და მაგიდისკენ მიმითითა. პირადად ხომ არაფერი გინდათ?…აი მაგალითად – ოჯახში. როგორ დავიჯერო რომ პატარა თხოვნაც არ გაქვს ჩემთან – შეკითხვია ბერია…ნამდვილად არა ამხანაგო ბერია. კარგი…. მაშინ მე მაქვს ერთი თხოვნა შენთან და კარგად მომისმინე. გავიკითხე და მითხრეს – ურუშაძეზე უკეთ საქართველოში ბუნკერებს ვერავინ აშენებსო. სულ მალე ახალი ცირკის მშენებლობას ვიწყებთ. პროექტის ავტორები ნეპრინცევი და საგუნეცი არიან. იცნობ ალბათ….დიახ, კარგად ვიცნობ მათ და კარგი სპეციალისტები არიან – უპასუხა ურუშაძემ. ჰოდა ძალიან კარგი. ესე იგი არჩევანში არ შევმცდარვარ. მინდა შენც ჩაერთო ამ პროექტში და ფუნდამენტთან ერთად სანამ მთავარ შენობას ამოიყვანენ, უზარმაზარი ბუნკერი ააშენო იქ. ეს შესაძლებელია ტექნიკურად?…დიახ. შესაძლებელია. ბუნკერი თავდაცვითი ნაგებობა უნდა იყოს? – არა. ის უნდა იყოს სხვადასხვა მცენარის, მარცვლეულისა და მსგავსი ჯიშების საცავი, რა თქმა უნდა მათი უსაფრთხოდ შენახვის ყველა წესის გათვალისწინებით – განმარტა ბერიამ. იცოდე იქ შენახულმა ყველა მცენარის თესლმა მინიმუმ 1000 წელი უნდა გასძლოსო…1937 წლისთავის 40 ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული, ორსართულიანი ბუნკერი მზად იყო. ის 80 მეტრის სიღრმეზე მდებარეობდა და საკმაოდ უნიკალური ნაგებობა გამოვიდა. ჰქონდა ორი შენიღბული შესასვლელი – სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. გვირაბში სატვირთო მანქანა ეტეოდა. ობიექტი პირადად ბერიამ ჩაიბარა ურუშაძისგან. ცირკის მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როცა თერმულმა ბუნკერმა ფუნქციონირება დაიწყო და მასში სატვირთო მანქანებით შეჰქონდათ სპეციალური ყუთები. თითოეულში 100 კილოგრამი საჯიშე თესლი იყო მოთავსებული. პირადი ნომერი ჰქონდა დაშტამპული და შესაბამის ადგილზე ინახებოდა. ბუნკერის ზედამხედველი „ჩეკას“ მეორე რანგის კომისარი – დომენტი სურგულაძე იყო. დომენტი, ხომ იცი გენდობი და იცოდე ერთი მარცვალიც რომ გაგიფუჭდეს ჩემს გაბრაზებას არ ექნება საზღვარიო – აფრთხილებდა ბერია. იმ დროს რაც მთელს მსოფლიოში მცენარის თესლი არსებობდა – თბილისის ცირკის საიდუმლო ბუნკერში მოიყარა თავი. 1956 წელს კი, როცა ხრუშჩოვმა სტალინი კულტად გამოაცხადა, მაისის ერთ დილას „კაგებეს“ ოფიცრები მოვიდნენ და იქაურობა დალუქეს – ურუშაძე კი დაკითხვაზე წაიყვანეს. სამი დღის შემდეგ ბუნკერიდან მისი შიგთავსის გამოტანა დაიწყეს. ერთ კვირაში ყველაფერი გამოზიდეს და მოსკოვში გადაიტანეს – რაც თითქმის ოცი წლის განმავლობაში სათუთად გროვდებოდა. ბოლოს ბუნკერის ორივე კარი საიმედოდ ამოქოლეს და ეს ორსართულიანი, უნიკალური ნაგებობა მტკვრის წყლით აავსეს…მრავალი უნიკალური ჯიშის მცენარის თესლის დიდი რაოდენობით მოსაპოვებლად – სხვადასხვა ქვეყანაში ჩეკისტური ოპერაციების ჩატარება გახდა საჭირო. მათ შორის ისეთ შორეულშიც – როგორიც ბრაზილია და ამერიკის შეერთებული შტატები. სწორედ ბრაზილიიდან ჩამოიტანეს უნიკალური ლურჯი ქლიავის კურკები, რომელიც დღეს უკვე თითქმის გადაჯიშებულია და მხოლოდ მიუვალ ჯუნგლებში გვხვდება. მას უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს და ბევრ დაავადებას კურნავს. 30 – იან წლებში ამ მცენარის კურკები ოქროზე ძვირად ფასობდა. სპეციალურ აღრიცხვაზე იყო და ქვეყნიდან მისი გატანა სიკვდილით ისჯებოდა. ბერიას ჩეკისტებმა კი ბრაზილიიდან 109 კილოგრამი ლურჯი ქლიავის კურკა ჩამოიტანეს და თბილისის ცირკის ბუნკერში შეინახეს.. ისეთივე ჩეკისტური მოხერხებულობით ჩამოიტანეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან – 100 კილოგრამი ყველაზე მაღალი ხის – ამერიკული სეკვოიას თესლები, რომლის გატანა ქვეყნიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონით დღესაც მკაცრად ისჯება.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close