პოლიტიკა

რესპების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს საჯაროდ აქვს დაფიქსირებული, რომ ლესბოსელია

,,რესპუბლიკურმა პარტიამ“ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიის მეორე ხუთეული წარადგინა.

ესენი არიან ტრისტან ჯინჭარაძე, რომელიც ამჟამადაც საკრებულოს წევრია, ნინო ბოლქვაძე – სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ჭაღიაშვილი, თინა გელეყვა და გიორგი ჩუბინიძე.

ერთ-ერთი კანდიდატი, ნინო ბოლქვაძე პროფესიით იურისტია და წლების განმავლობაში ლგბტ აქტივიზმითაა დაკავებული. მას საჯარო სივრცეში აქვს დაფიქსირებული, რომ ლესბოსელია. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს არჩევნების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ლესბოსელი კანდიდატი იყრის კენჭს.

საკრებულოს სიის მეორე ხუთეული „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ წარადგინა, რომელიც სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close