საზოგადოება

რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები ბერუშეთისკენ აქციის ჩასატარებლად მიემართებიან

ამ წუთებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეები სოფელ ბერშუეთისკენ მიემართებიან. საოკუპაციო ხაზამდე აქციის მონაწილეები ფეხით მიიდინ, აქციია მონაწილეებს თან საქართველოს და ამერიკის დროშები აქვთ.

მსვლელობაში მონაწილე ადამიანები ამბობენ, რომ ისინი დღეს მშვიდობიანი ფორმით გაპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას. მათი თქმით, აქ მთელი დღე დარჩებიან, საღამოს რვა საათზე კი, თბილისიდანაც შემოუერთდებიან.

ადგილზე კი უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველები იმყოფებიან.

4 ივლისს, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვარი გადმოწიეს  ადგილობრივების თქმით, ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რამდენიმე ადგილზე დადგეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ დაახლოებით, 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს.

იმედი ნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close