ჯანდაცვა

რა შეღავათები აქვთ სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს

     „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახებისა და ამ ოჯახის სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი წევრებისათვის ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებები ხორციელდება შემდეგი სახის შეღავათებით: დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის სავარძელ-ეტლებითა და საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტების ფარგლებში „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 100 000-ს, შესაბამისი დამხმარე საშუალებები ფინანსდება 100%-ით.
 
    კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა განკუთვნილია იმ ბავშვიანი ოჯახებისთვის, რომლებიც განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვთ 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.
 
   რიგი მომსახურებების მიღებისას, მაგ. ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის, ბავშვთა ადრეული განვითარების, კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის შემთხვევაში და სხვა, ასეთი ოჯახების წევრები სარგებლობენ მომსახურების მიღების უპირატესი უფლებით. სათემო ორგანიზაციების, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრების, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დედათა და ბავშვთა თავშესაფრების მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით.
   საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე ოჯახს რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000 – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად. 57000-დან 150 000 ქულამდე კი ოჯახებს გაეწევათ შეღავათი თანადაფინანსების სახით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close