საზოგადოება

რა მიზეზით ამოიღებენ Lactalis-ს ბავშვთა კვების პროდუქტებიდან?

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიიღო ახალი შეტყობინება, რომელიც ეხება  ფრანგული კომპანია Lactalis-ის მიერ 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ  წარმოებული ბავშვთა კვების  პროდუქტების სარეალიზაციო ქსელიდან სრულად ამოღების ვალდებულებას. ეს  შეტყობინება ყველა იმ ქვეყანას გაეგზავნა, სადაც ამ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტი ხდება.

სააგენტოს მითითებით და ზედამხედველობით, ფრანგული კომპანიის  წარმომადგენლობა საქართველოში Lactalis-ის წარმოებული ყველა სახის პროდუქტს ქსელიდან იღებს. საქართველოში ამ კომპანიის წარმოების „სელიას” ბრენდის შემდეგი პროდუქტებია იმპორტირებული: CELI LF NEUTRE 400G X12 PROMAT, CELIA Expert 1 400g, CELIA Expert 1 900g, CELIA Expert 2 900g, CELI EXPERT 2 400 g, CELI EXPERT 3 900 g, CELI EXPERT 3 400G, CELIA Nutrition 1 300g, CELIA Nutrition 3 300g, CELIA PRE 400g, CELI AR 400G, CELI HA NEUTRE 400G, CELI MAMA 400G.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციიდან  მიღებული შეტყობინების საფუძველზე,  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავალა ბიზნესოპერატორს,  შეეჩერებინა  ორგანიზაციის დანართში მითითებული „სელიას“ პროდუქციის პარტიების რეალიზაცია და სარეალიზაციო ქსელიდან მისი ამოღება.

ფრანგული კომპანია Lactalis მიერ ბავშვთა კვების პროდუქციის რეალიზაციის შეჩერების მიზეზი რამდენიმე ქვეყანაში  სალმინელას ბაქტერიის გავრცელება გახდა.

ბავშვთა კვების​ პროდუქტებში Celia, Picot, Milumel-ში აღმოჩენილ სალმონელას ბაქტერიასთან დაკავშირებით, ფრანგული კომპანიის Lactalis-ი განცხადებას ავრცელებს და რეკომენდაციებს გასცემს.  Lactalis მომხმარებლებს მოუწოდებს, Celia-ს, Picot-ისა და Milumel-ის პროდუქცია არ გამოიყენონ.

საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზრიდან ფრანგული კომპანია Lactalis-ის პროდუქციის გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობს.

ამასთან, მსხვილმა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა საკუთარი სააფთიაქო ქსელებიდან „ლაქტალისის“ წარმოების ბავშვთა კვების, კერძოდ „სელიას“ (Celia) რძის ფხვნილის რეალიზაცია შეწყვიტეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close