საზოგადოება

რა გზებით ცდილობს ხელისუფლება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირმა ჭკადუას გაყვანას?

 ,,ხელისუფლებას დიდი ხანია ნერვებს უშლის ადვოკატთა ასოციაციის დამოუკიდებლობის ხარისხი და ბუნებრივია , წინა ხელისუფლების მსგავსად მათ უნდათ,რომ გაიყვანონ საკუთარი კანდიდატი. აქამდე იყო ორი სახელისუფლებო კანდიდატი, მხედველობაში მაქვს ლევან ჯანაშია და დავით ლანჩავა, ორივე დაკავშირებულია სპეცსამსახურებთან და მათ მხარს უჭერს ასევე პარლამენტის იურდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. ეს იყო ეტყობა ერთგვარი ტაქტიკა, რომ საარჩევნო კამპანია ორმა კანდიდატმა დამოუკიდებლად ჩაატარა და არჩევნებამდე ორი დღით ადრე ირმა ჭკადუამ დააყენა საკუთარი კანდიდატურა.
ჯერ ერთი სრულიად წარმოუდგენელია, საპროკურორო ზედამხედველობის საბჭოს წევრი გახდეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ეს პირდაპირ ნიშნავს,რომ ადვოკატთა ასოციაცია გახდება პროკურატურის ფილიალი.
ასევე ძალიან საინტერესო იყო ორივე კანდიდატის განცხადება,რომ სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა დაიბრუნონ ადვოკატებმა, რაც ასევე ნიშნავს იმას რომ ადვოკატთა ინსტიტუტი ქვეყანაში სრულიად განადგურებული იქნება.
მაქვს ინფორმაცია, რომ ადვოკატებზე, რომლებიც არიან ყრილობის დელეგატები იქნება უპრეხცენდენტო ზეწოლა,როგორც სუსის ისე სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან და ყრილობის დღეს ორივე მათგანი ირმა ჭკადუას სასარგებლოდ და დავით ასათიანის წინააღმდეგ მოხსნის კანდიდატურას.
მე ვფიქრობ, ადვოკატებს გონიერება და სრული მობილიზება სჭირდებათ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს საკუთარი კადიდატურის გაყვანა” _ აცხადებს  
,,ქრონიკა+“ -ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პირველ რადიოსთან“ საუბრისას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close