საზოგადოება

,,რატომ ჰგონიათ ამ გაჭირვებულებს, რომ ბატონი ბიძინას დაბრუნება პარტიის თავმჯდომარედ უშველის ამ ამბავს?”

დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

_ აშკარად უჭირს ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს საიმისოდ, რომ ერთდროულად, სინქრონულ რეჟიმში გაუძლოს ლგბტ აქტივისტების პროტესტს პარლამენტში, პატრიარქის და ეკლესიის კრიტიკას ტელევიზიებში, ზანგებს სათამაშო მოედნებზე, არაბებს და სპარსებს პლეხანოვზე, ინდოელებს სამედიცინოზე, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ჭრელა-ჭრულა მომხრეებს რუსთაველზე და ორ თითს პრეზერვატივებზე. თან ეს იმ დროს, როცა პარლამენტში ჯერ კიდევ ნაციონალები არიან (თან ადრე თუ ერთი პარტია იყო, ახლა ორია), ქართული მარშის ბიჭები ციხეში ზიან, ხოლო ხელისუფლებამ ჯერ იყო და რუსთავი-2 ვერ ჩააბარა ქიბარს და მერე კიდევ ნინია კაკაბაძე აირჩია საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოში. .

თუმცა, მე რა ვერ გამიგია ვერაფრით და რატომ ჰგონიათ ამ გაჭირვებულებს, რომ ბატონი ბიძინას დაბრუნება პარტიის თავმჯდომარედ უშველის ამ ამბავს? აქამდე სად იყო რო წასული?

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close