საინტერესო

რატომ ლაპარაკობს მოსიყვარულე წყვილი ერთმანეთთან ჩურჩულით?

,,ცოლ-ქმრის ჩხუბი სულელს მართალი ეგონა” _ გვეუბნება ქართული ანდაზა. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ვეთანხმებით ამ აზრს, რადგან ფაქტების მიხედით, მეუღლეების კამათს, თუნდაც ჩხუბს, ხშირად კეთილი ბოლო აქვს და ისინი, საბედნიეროდ, ერთმანეთს ურიგდებიან. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ჩხუბს, კამათს, საქართველოში, გარკვეულ შემთხვევებში ძალადობაც მოჰყვება ხოლმე მამაკაცის მხრიდან. მიუხედავად ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა, ცოლს მოძალადე მეუღლე მაინც უყვარს და ამბობს, რომ ქმარმა პატიება სთხოვა.
ძალადობის შემდეგ უყიდა საჩუქრები, ბოდიშებით აავსო, მიართვა ვარდები, ოქრო და სხვა გზა არ ჰქონდა, შვილების გამო, მანაც აპატია შეცდომა.
ისინი თანაცხოვრებას აგრძელებენ. საინტერესოა, არსებობს თუ არა ასეთ წყვილს შორის სიყვარული? კითხვის პასუხს ეს ნამდვილი ამბავი იძლევა.
ერთხელ, მასწავლებელმა თავის მოსწავლეებს ჰკითხა:
– რატომ ყვირიან ადამიანები. როდესაც ჩხუბობენ?
– იმიტომ, რომ მოთმინებას კარგავენ – თქვა ერთმა.
– კი მაგრამ ყვირილი რაში სჭირდება ადამიანს, როდესაც ის, ვისაც უყვირის, ისედაც მის გვერდით იმყოფება? – დააზუსტა მასწავლებელმა – არ შეიძლება წყნარად უთხრას? რაში სჭირდება გაღიზიანების დროს ყვირილი?
მოსწავლეები გაოგნებულნი იჩეჩავდნენ მხრებს, რადგან მსგავსი რამ თავში აზრადაც არასდროს მოსვლიათ. მაშინ მასწავლებელმა თქვა:
– როდესაც ადამიანები არიან ერთმანეთით უკმაყოფილო და ჩხუბობენ, მათი გულები ერთმანეთს შორდება. მათ უწევთ ყვირილი, რათა დაფარონ სიშორე და ერთმანეთს უკეთ გააგებინონ სათქმელი. რაც უფრო მეტად ბრაზდებიან, მით უფრო ხმამაღლა ყვირიან. ადამიანებს, როდესაც უყვარდებათ ერთმანეთი, მაშინ რა ხდება?
ისინი კი არ ყვირიან, პირიქით ჩუმად საუბრობენ. ამ დროს, გულები მიდის ერთმანეთთან და მათ შორის მანძილი პატარავდება.
– როდესაც, კიდევ უფრო ძლიერად უყვართ, რა ხდება? – განაგრძნობდა მასწავლებელი – არ ლაპარაკობენ, არამედ მხოლოდ ჩურჩულებენ და უფრო უახლოვდებიან სიყვარულს. საბოლოოდ, ეს ჩურჩულიც აღარ სჭირდებათ. ისინი, მხოლოდ და მხოლოდ, უყურებენ ერთმანეთს და ყველაფერი ესმით სიტყვების გარეშე. ასეთი რამ ხდება, როდესაც გვერდი-გვერდ ორი უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანია.
ასე, რომ, როდესაც კამათობთ, არ მისცეთ თქვენს გულებს ერთმანეთისგან განშორების უფლება, არ წარმოსთქვათ სიტყვები, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდის თქვენ შორის მანძილს. რადგან, ერთხელ, შეიძლება დადგეს დღე, როდესაც ეს მანძილი გაიზრდება იმდენად, რომ უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ იპოვნით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close