რელიგია

რას ნიშნავს სეფისკვერის ორად გაყოფილი ფორმა?

რას ნიშნავს სეფისკვერის ორად გაყოფილი ფორმა? რის ნიშნად გამოისახება მასზე ჯვარი და რას ნიშნავს წარწერა: ,,იესო ქრისტე ძლევაი?”

სეფისკვერი ორნაწილიანია ნიშნად ქრისტეს ორბუნებიანობისა – მასში ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებათა შეერთებისა. ამასთანავე, მისი ორად გაყოფილი ფორმა მიგვანიშნებს ზეციური და მიწიერი ეკლესიის ერთობაზე. ჯვარი კი გამოსახულია ნიშნად იმისა, რომ სეფისკვერი განუყოფელია ღვთისმსახურებისთვის.

წარწერა ,,იესო ქრიტე  ძლევაი” გვახსენებს, რომ იესო ქრისტემ სძლია ბოროტებას, სიკვდილისა და ჯოჯოხეთის მეუფებას და კაცობრიობა ცოდვის მონობისაგან გამოიხსნა.

საინტერესოა ისიც, შეუძლია თუ არა წირვის შემდეგ სეფისკვერის მიღება ადამიანს, რომელიც უზმოზე არ არის? ასევე, არსებობს სეფისკვერის შინ წაღების და მისი ყოველ დილით უზმოზე მიღები წესი…

სასულიერო პირები ამბობენ, რომ ვინც უზმოზე არ არის, სასურველია, სეფისკვერი არ მიიღოს. გამონაკლისი დაიშვება მოძღვრის კურთხევით ბავშვებისა და სნელებაში მყოფთათვის.

სეფისკვერის მიღება ორგანიზმიდან განდევნის ყოველივე უარყოფითს – ემოციები იქნება ეს, სნეულებანი თუ სხვა. ამავდროულად წმენდს გულსა და გონებას, კურნავს სულიერ დაავადებებს. მისი მიღება ადამიანს მატებს ძალას, რათა დილიდანვე მზად იყოს უფლის მსახურებისთვის.

ყოველ დილით, უზმოზე, მორწმუნენი სეფისკვერს იხმევენ საკურნებელად სულისა და ხორცისა, მაგრამ იმისათვის, რომ წმინდა პურმა მაკურნებელად იმოქმედოს, ის აუცილებლად რწმენით, ღვთის შიშითა და სასოებით უნდა მივიღოთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close