საზოგადოება

რას ნიშნავს ლგბტ პირებისთვის “სამოქალაქო პარტნიორობა”?

ორი კვირის წინ ლიბერალური ფრთის წარმომადგენლებს შორის მოხდა შეკრება, სადაც გადაწყდა, რომ ,,რესპუბლიკური პარტია”,, პარლამენტში წარადგენს საკანონმდებლო წინადადებას ლგბტ პირებისთვის “სამოქალაქო პარტნიორობის” შესახებ.

ახალ წლამდე კი საქართველოს პარლამენტმა იგი უნდა მიიღოს. ეს ყოველივე მოსალოდნელი იყო და ამაზე მე და ჩემს მეგობრებს არაერთხელ გვისაუბრია. ივნისის თვეში სწორედ ამაზე განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ: საქართველოს შემთხვევაში, რთული იქნება ერთნაირსქესიან ადამიანთა ქორწინების შემოღება, მაგრამ სამოქალაქო პარტნიორობა უნდა მიიღოთო.
რას ნიშნავს ლგბტ პირებისთვის “სამოქალაქო პარტნიორობა”?
“სამოქალაქო პარტნიორობა” მხოლოდ იმით განსხვავდება “ერთნაირსქესიანთა ქორწინებისგან”, რომ მას სახელად ქორწინება არ ჰქვია, თორემ უფლებრივ ნაწილში არანაირი განსხვავება არ არის. ლგბტ პირებისათვის შვილად აყვანის უფლება “სამოქალაქო პარტნიორობის” შემთხვევაშიც გვხდება, თუმცა იშვიათად. აი ეს მოგვიტანა შედეგად ანტიდისკრიმნაციულ კანონში ტერმინების: სექსუალური ორიენტაცია და “გენდერული იდენტობა” არსებობამ” _ აცხადებს  „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close