საინტერესო

რას მოგვიტანს 2018 წელი და როგორ უნდა შევხვდეთ ძაღლის წელს?

მოგეხსენებათ, მომავალი 2018 წელი ყვითელი ძაღლის წელიწადია. საინტერესოა, რას გვპირდება ადამიანის ოთხფეხა მეგობარი და როგორ უნდა შევეგებოთ მას.

როგორც ამბობენ, 2018 წელი ძალიან კარგი იქნება ურთიერთობების დასალაგებლად, ოჯახის შესაქმნელად. პირად ცხოვრებაში გარდამავალ პერიოდად თებერვალი მიიჩნევა. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ახალი, ყვითელი ძაღლის წელიწადი სწორედ თებერვლიდან, უფრო ზუსტად კი თებერვლის 16 რიცხვიდან იღებს სტარტს.

თუ აქამდე არ გიპოვიათ ცხოვრების თანამგზავრი, ძაღლი აუცილებლად დაგეხმარებათ მის პოვნაში და რაც მთავარია, თამამად შეგიძლიათ დააჩქაროთ ძიება, რადგან დიდი ალბათობით ეს სწორედ ის ადამიანი იქნება, რომელსაც ამდენი
ხანი ელოდით.

მიწის სტიქია უხვი მოსავლის სიმბოლოა, ამიტომ ფერმერები და აგრონომები ამ წელს დიდ და კარგ მოსავალს უნდა ელოდონ. ეს წელი ძალიან კარგია წარსული არეული ურთიერთობების დასალაგებლად. ამ წელს პატიების წელსაც კი უწოდებენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ წლის მმართველი სტიქია მიწაა, ამიტომაც ძაღლი მოგვიწოდებს პატივი ვცეთ უკვე არსებულ და დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, ადათ-წესებსა თუ კანონებს. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლი ერთგულების სიმბოლოა, ამ წელიწადს მაინც არ არის გამორიცხული მოულოდნელი სიურპრიზები. აქედან გამომდინარე, დროდადრო შესაძლოა იგრძნოთ ენერგიის ნაკლებობა და სიზარმაცე, თუმცა ეს ხანმოკლე პერიოდი გაგრძელდება და ამის ნუ შეგეშინდებათ და ნუ განეწყობით პესიმისტურად.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close