რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, 12 წლის გოგონა ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნს აფრიალებდა, ერთ-ერთი სასკოლო ნაწარმოებიდან ციტირებას ახდენდა და აცხადებდა, ამ ნაწარმოებს მე არ ვიწავლიო. იგი განათლების სამინისტროსაც მიმართავდა, რომ ასეთი ნაწარმოებები სასწავლო სახელმძღვანოებიდან ამოეღოთ. ერთი შეხედვით, ნაწარმოების ტექსტი მართლაც საშინლად გამოიყურებოდა, თუმცა, როდესაც გავიკითხეთ რაზე იყო საუბარი, სრულიად სხვა რამ აღმოვაჩინეთ.
_ სამწუხაროა, რომ ასე ცუდადაა გაგებული ნაწარმოების აქცენტები. ჩვენი რეალობის საგულისხმო პრობლემებზეა ეს მოთხრობა. მაშინ არც ,, კაცია-ადამიანი?!” უნდა ვასწავლოთ…
მასწავლებელმა სწორად უნდა მიაწოდოს!! ეს რეალობაა, რაც არეული ოჯახის შვილს ელოდება ქუჩაში.. გახსოვთ ალბათ_ ,, გაღმა ნაპირი”. მაგ მოთხრობის მიხედვითაა გაკეთებული.
_ ავტორი შატაიძეა. ძალიან პატარა მონაკვეთია მასეთი, დანარჩენი კი რეალისტურია, გროტესკული და ეს არის მისი მხატვრულობაც. მე მეათე კლასში ვასწავლე შარშან და დადებითად აღიქვეს ბავშვებმა.
ნაწარმოებს ჰქვია ,,მოგზაურობა აფრიკაში”. მთავარი გმირია ბავშვი, რომელიც აფხაზეთიდან ლტოლვილია. დედას არეული აქვს ცხოვრება.. სვამს.. ბიჭი ასე ქუჩაშია, ამ უბედურებაში. უყურებს თანატოლებს. მერე მამის მოსაძებნად მიდის აფხაზეთში. იმასაც ისე არეული ცხოვრება აქვს და ბრუნდება ისევ თბილისში.
მწერლის აქცენტებია სერიოზულია, მაგრამ სწორად მიწოდებაა საჭირო. ეს თემა დღეს აქტუალურია.
Back to top button