საზოგადოება

რამდენს გადაუხდის სახელმწიფო დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის, ივანე გოლაშვილის ოჯახში იმყოფებოდა.

სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. გარდაცვლილი სპეცრაზმელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

როგორც ცნობილია, 2015 წლიდან მოქმედი კანონის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამართალდამცველის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100 ათასი ლარით ეხმარება, ხოლო ყოველთვიურად – 1000 ლარით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close