საინტერესო

რამდენიმე წელიწადში 800 მილიონამდე ადამიანი უმუშევარი დარჩება_კვლევა

მსოფლიო მასშტაბით, 2030 წლისთვის, ადამიანები 800 მილიონამდე სამუშაო ადგილს დაკარგავენ და მათ რობოტები ჩაანაცვლებენ. ამის შესახებ მაკკინსის მსოფლიო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია.

კვლევა, რომელიც 46 ქვეყნის 800 პროფესიას აერთიანებს საუბარია, რომ ტექნოლოგიები სამუშაო ადგილების თითქმის 1/5-ზე ზეგავლენას იქონიებს. კვლევაში ნათქვამია, რომ ისეთ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს როგორებიცაა გერმანია და აშშ, დასაქმებულების 1/3-ს სხვა სამუშაო ადგილის დასაკავებლად შესაძლოა პროფესიული გადამზადება დასჭირდეს.

რობოტები ყველაზე მეტად ტექნოლოგიებისა და კვების სფეროში მომუშავე ოპერატორებს დაარტყამენ. იმ ქვეყნებს კი, რომელთაც მწირი ფინანსური რესურსი აქვთ სისტემის ავტომატურ რეჟიმზე გადასასვლელად ნაკლები ინვესტიციის განხორციელება მათზე დიდ ზეგავლენას არ მოახდენს.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ყველაზე მეტად იპოთეკარებს, იურისტის დამხმარეებს, ბუღალტრებსა და იმ ადამიანებს დააზიანებთ, რომელთაც საოფისე საქმეების კეთება უწევთ. ისეთ პროფესიებს, რომლებიც ადამიანებთან პირადად ურთიერთობას მოითხოვს (მედიკოსები, იურისტები, მასწავლებლები და ბარმენები) ნაკლებ სავარაუდოა, რომ რობოტები მათ სამუშაო ადგილებს წაართმევენ.

სწორედ ამიტომ კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში საუნივერსიტეტო განათლებაზე მოთხოვნა გაიზრდება. პროფესიების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება არ სჭირდება საგრძნობლად შემცირდება.

მხოლოდ აშშ-ში 2030 წლისთვის 39-დან 73 მილიონამდე სამუშაო ადგილი ავტომატიზირებული იქნება. მაკკინსის მსოფლიო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში საუბარია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ამავე პერიოდისთვის სამუშაო ადგილების 20%-ს რობოტები დაიკავებენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close