საზოგადოება

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე ანგელა მერკელს აეროპორტში საპროტესტო პლაკატებით ხვდება

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე ამ წუთებში თბილისის აეროპორტში იმყოფება და ცდილობს, საკუთარი პროტესტი ანგელა მერკელს მიაწვდინოს. როგორც ცნობილია, დღეს საქართველოში გერმანიის კანცლერი ჩამოდის. ზაზა სვანაძე კი ის ჟურნალისტია, რომელიც, 17 მაისს პირდაპირი ეთერის დროს დააკავეს. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მას შემდეგ დევნიან და ავიწროვებენ.  მისი პროტესტიც ამ საკითხს შეეხება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close