საზოგადოება

,,პუტინი სტალინს ედრებოდა და მგონი, ხრუშოვის აჩრდილიც კი არ არის”

გიორგი თავდგირიძე, თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი:

_ მე-3 მსოფლიო ომი რატომ? მსოფლიო ომს ორი მხარე სჭირდება ( მინიმუმ). ერთი მხარე გასაგებია და მეორე მხარე რუსეთი, აფხაზეთი, ცხინვალი, დნრ და ტუალუ?

შემდეგი საკითხი, ბირთვული საფრთხე. რაც არ უნდა არადეკვატური იყოს პუტინი, ბრეჟნევის დატოვებული რაკეტებით ( ბალისტიკურს მიახლოებულით) არ და ვერ გაბედავს ბირთვული კრიზისის წამოწყებას. შემდეგი საკითხი, ჰაერი. რუსეთის ავიაცია მხოლოდ სახმელეთო ბაზირებისაა და მაქსიმუმ ახლომდებარე დაუცველი სახმელეთო სამიზნეებზე იერიშისთვის თუ გამოდგება.

შემდეგი საკითხი, საჰაერო თავდაცვა. არსებითად საჰაერო თავდაცვა რაკეტებისგან შედგება და გინდა ს 400 დაარქვი, გინდა ს 900, არსებითად ახალი რაკეტები რუსეთს არა აქვს ( უფრო ახლადგადაღებილი).

და ეს ყველაფერი რუსეთის გენშტაბმა ჩემზე უკეთ იცის. პუტინი სტალინს ედრებოდა და მგონი, ხრუშოვის აჩრდილიც კი არ არის. შედეგები შესაბამისი დადგება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close