სამართალი და კრიმინალი

პროკურორი: ოთარ აბესაძე მერიაში ხელფასს 3400 ლარს იღებდა

სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლის განცხადებით, ოთარ აბესაძის საქმეში დევს ვიდეო და აუდიო მასალა, სადაც ის მერიის სხვა თანამშრომლებსაც ახსენებს.

პროკურორ ირაკლი მარშანიას განცხადებით, გამოძიება აბესაძის მიმართ 2017 წლის 1 ივლისს დაიწყო. პროკურორი ასევე საუბრობს აბესაძისთვის კვალიფიკაციის შეცვლაზე. სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელი ამ ეტაპზე ამ საკითხს არ განიხილავს.

„ოთარ აბესაძე მერიაში ხელფასს 3400 ლარს იღებდა, შესაბამისად, ის იყო საჯარო მოხელე და საჯარო სამსახურს ასრულებდა“, – ამბობს პროკურორი.

პროკურორმა ეს განმარტება ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნის. საპასუხოდ გააკეთა. ირმა ჭკადუა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. „ის საჯარო მოხელე არ ყოფილა, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ აღკვეთის სახით გირაოს და ბრალის კვალიფიკაციის შეცვლას“, -აამბობს ადვოკატი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close