საზოგადოება

პრემიერ მინისტრის საგანგებო განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში სასტუმროში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

“პირველ რიგში, ამ უმძიმეს წუთებში ვუსამძიმრებ ბათუმში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ეს ტრაგედია უმძიმესია თითოეული ჩვენგანისთვის.
ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში – მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მაშველმა-მეხანძრეებმა ურთულეს ვითარებაში შეძლეს ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მადლობა თითოეულ მათგანს თავდადებული სამსახურისთვის.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში.
დღეს ჩვენ ყველანი ვდგავართ დაღუპულთა ოჯახსების და ახლობლების გვერდით”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close