პოლიტიკა

,,პრეზიდენტი სხვერპლს თამაშობს”

სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის წევრი:

_ ვერ გავიგე უმრავლესობა პრეზიდენტს რა დებატებზე ეპატიჟება? “დებატი” გუშინ იყო და დასრულდა ისე, როგორც ვნახეთ. ეს დებატი არ გულისხმობდა და არ გულისხმობს პრეზიდენტის და პარლამენტარების შორის დისკუსიის გამართვას, არამედ პრეზიდენტს აძლევს საშუალებას, რომ თავისი ხედვა წარუდგინოს პარლამენტს და ქვეყანას, პარლამენტარებს და პარტიებს რომ თავთავიანთი შეხედულებები ამ გამოსვლაზე დააფიქსირონ, რის შემდეგაც პრეზიდენტს ეძლევა ბოლო სიტყვა. ესაა და ეს. მის და პარლამენტის წევრთა შორის დისკუსია/პოლემიკა/ არგუმენტების გაცვლა არც პრეზიდენტს არც პარლამენტს ჭირდება ან უხდება. ამას ამტკიცებდა თვით უმრავლესობა გუშინ.
პრეზიდენტი თავის მხრიდან გუშინ რომ ითხოვდა სწორედ ასეთი “კამათში” ჩართვის უფლებას, დღეს უარს ამბობს (ამჯერად მე მიმაჩნია სწორედ … ვისთან უნდა იდებატოს? ან რატომ? ის პრეზიდენტია და ეს პარლამენტი!)
მოკლედ, არცერთმა არ იცის, რა პრინციპებს იცავს და ყველა პოზირებს საზოგადოების შიშით თუ გულისმოგებისთვის!
პრეზიდენტი სხვერპლს თამაშობს : დებატების უფლებას მართმევენო ! უმრავლესობას კი თავისი პრინციპულობის შეეშინდა და ვაი, ხალხმა ვერ გამიგოსო!
ამ დროს ნათელი ინსტიტუციური წყობა და წესები ბუნდოვანი ხდება !

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close