პოლიტიკა

“პოროშენკოსთან შეხვედრაზე სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ გვექნება”

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ გვექნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციებით „ივანიშვილის მთავრობამ საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა“. 

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, თუ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრების ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციას მოითხოვენ, ეს ქვეყნისთვის დიდი სირცხვილი იქნება.

„თუ ასეთი სამარცხვინო ფაქტი მოხდება, ეს იქნება დამატებით დიდი სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის. სააკაშვილსაც მოვუწოდებ, რომ ამ თემაზე, თუნდაც მთავრობის ლეგიტიმური კრიტიკით, ბევრს ნუ ისაუბრებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close