სამართალი და კრიმინალი

პოლონეთში ზაზა ხატიაშვილმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კონფერენცია გახსნა

,,დღეს, ზაზა ხატიაშვილმა სპეციალური სტუმრის სტატუსით პოლონეთში გახსნა კონფერენცია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. მან მოუწოდა კონფერენციის მონაწილეებს ერთად იბრძოლონ მედიის დამოუკიდებლობისათვის.

ზაზა ხატიაშვილის გამოსვლის დიდი ნაწილი მიეძღვნა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასამართლო წესების 39-ე მუხლის გამოყენებაზე კონვენციის მე-10 მუხლთან მიმართებაში, რომლითაც ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზაზა ხატიაშვილი განმარტებით სასამართლო წესების 39-ე მუხლის გამოყენებით ,,რუსთავი 2″-ის საქმეზე არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი მედიის განვითარებას, განსაკუთრებით ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში” _ წერს ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close