მსოფლიო

პერუს ყოფილი პრეზიდენტი დააპატიმრეს

პერუს ყოფილი პრეზიდენტი ოლანტა უმალა და მისი მეუღლე ნადინ ერედია დააპატიმრეს. ისინი 18 თვეს საპყრობილეში გაატარებენ, სანამ ფულის გათეთრების შესახებ ბრალდებაზე გამოძიება არ დასრულდება. წერს Reuters.

დაპატიმრების გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რომ ეჭვმიტანილების მხრიდან გამოძიებაზე ზემოქმედება და მათი გაქცევა აერიდებინა თავიდან. პერუს პროკურატურა უმალას და მის მეუღლეს ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის უგო ჩავესის მხრიდან და ბრაზილიური სამშენებლო კომპანია Odebrecht SA и OAS SA-ისგან თანხების უკანონოდ აღებაში ადანაშაულებს. ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს.

ოლიანტა უმალა პერუს პრეზიდენტი 2011-2016 წლებში იყო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close